„ვერც წარმომიდგენია, შენი შვილების ცხოვრებაში სრულად ჩართული არ იყო“ - რუსკა მაყაშვილი დედობასა და ოჯახზე - Marao

„ვერც წარმომიდგენია, შენი შვილების ცხოვრებაში სრულად ჩართული არ იყო“ - რუსკა მაყაშვილი დედობასა და ოჯახზე

2026-10-01 13:14:58+04:00

მსახიობი რუსკა მაყაშვილი ჟურნალ PregGO! Magazine-ის სტუმარი იყო, სადაც დედობაზე, შვილების აღზრდის გამოწვევებსა და ოჯახურ დინამიკაზე გულახდილად ისაუბრა.

მსახიობის თქმით, ის ორ შვილზე ზრუნვას რთულ გადასალახავ ბარიერად არ აღიქვამს - ეს მისი ყოველდღიურობის ბუნებრივი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. რუსკა აღნიშნავს, რომ ვერც კი წარმოუდგენია, როგორ შეიძლება მშობელი სრულად არ იყოს ჩართული საკუთარი შვილების ცხოვრებაში.

ruska-makashvili

  • "ქალი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი შვილებისთვის, ყველაზე კარგი დედაა.." - რუსკა მაყაშვილი „მარტოხელა დედობასა“ და შვილებზე 

რას ამბობს რუსკა მაყაშვილი დედობაზე

- ორ შვილზე ზრუნვას, როგორც გამკლავებას, ისე არ ვუდგები - ეს ჩვეულებრივი და მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ყოველდღიურობაში გადაგდებს. ვერც წარმომიდგენია, რომ შენი შვილების ცხოვრებაში სრულად ჩართული არ იყო.

სახლში აუცილებლად მყავს დამხმარე, რადგან ჩემი მოუცლელობის გამო სახლს ხომ ვერ მივაგდებ, თუმცა ბავშვებს რაც შეეხება, ყველაფერს მე და მათი მამა ვინაწილებთ. ერთმანეთს ვეხმარებით, თუმცა ამასაც არ ვუდგები როგორც „დახმარებას“. ჯერჯერობით ჩვენ ვეხმარებით მათ და გამოდის, რომ ჩვენ ვართ შვილების დამხმარეები, ამიტომ დამატებითი დამხმარეები აღარ გვჭირდება.

  • "ჩემს კილოგრამებს თავი დაანებეთ, ხალხო!" - რუსკა მაყაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს 

ორი შვილიდან უფრო რთულად გასამკლავებელი ილიაა. ძალიან ცელქია, რაც ძალიან მომწონს და მიყვარს, თუმცა ხანდახან მაინც სჭირდება ხოლმე რაღაცნაირი „მოჭიმვა“, რაც არ გამოდის. მაგრამ ბოლო დროს სხვანაირი კუთხით მივუდექი ამას და სირთულესაც მალე ვეღარ ვხედავ.

დედაჩემი საკმაოდ მკაცრი ქალი იყო... თუმცა მე მიმაჩნია, რომ ბავშვებთან საუბარი და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. შვილებს დედის და მამას დახმარება ყოველთვის სჭირდებათ. როცა კამათობენ რომელიც დამნაშავეა, თუ საჭიროა ბოდიშიც უნდა მოიხადოს. 

  • "ყველაფერს შევძლებთ და გამოვა-მეთქი, დიდხანს ვამბობდი, მაგრამ მაინც დავშორდით" - რუსკა მაყაშვილი განქორწინებასა და შვილებზე 

მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობ ჩემს ორსულობაზეც და მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზეც. ეს ისეთი თემებია, რომლებზეც ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება აუცილებელია, რადგან ამისგან დაზღვეული არავინაა. სწორი ინფორმაციით ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარებით, ამიტომ დიდი მადლობა თქვენ.