პარიზის მოდის კვირეულის საღამოზე თურქი მსახიობი სერენაი სარიკაიაც წარსდგა.. მსახიობმა L’Oréal Paris-ის ყოველწლიურ შოუში – Le Défilé 2026-ში მიიღო მონაწილეობა და ეიფელის კოშკის წინ მოწყობილ პოდიუმზე გაიარა.
Le Défilé 2026 28 სექტემბერს, Place Joffre-ზე გაიმართა და ღონისძიებამ პარიზის მოდის კვირეულის დაწყებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა. L’Oréal Paris-ის მიერ ორგანიზებული შოუ წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა და მისი მთავარი გზავნილი იყო „Express Your Worth“ – „გამოხატე საკუთარი ღირებულება“. ღონისძიების მთავარი აქცენტები ქალების თავდაჯერებულობა, ინდივიდუალობა, მრავალფეროვნება და ქალთა სოლიდარობა იყო.

სერენაი სარიკაია პარიზის პოდიუმზე
სერენაი სარიკაიამ, რომელიც L’Oréal Paris-ის სილამაზის ელჩია, პოდიუმზე თავდაჯერებული და თავისუფალი გამოსვლით მიიქცია ყურადღება. მსახიობი ოქროსფერ, ბრჭყვიალა კაბაში გამოჩნდა. მისი ლუქი პოდიუმზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.
სარიკაიამ პოდიუმზე ისეთ ქალებთან ერთად წარსდგა, როგორებიც არიან კენდალ ჯენერი, კარა დელევინი, კრისტენ ბელი, ჯეინ ფონდა, ევა ლონგორია, სიმონ ეშლი და ენდი მაკდაუელი. ღონისძიებაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალებიც მონაწილეობდნენ, რაც შოუს მთავარ იდეას - მრავალფეროვნებისა და ქალთა გაძლიერების ხაზს გამოკვეთდა.
მსახიობის გამოსვლას თურქული მედია აქტიურად გამოეხმაურა. Habertürk-ის ცნობით, სარიკაიას თავდაჯერებულმა მანერამ და ენერგიამ პოდიუმზე ყურადღება მიიქცია, ხოლო ღონისძიების შემდეგ ის კენდალ ჯენერთან და ენდი მაკდაუელთან ერთადაც გადაიღეს.

საღამო, სადაც მოდა და სილამაზე გაერთიანდა
L’Oréal Paris-ის Le Défilé მხოლოდ ტრადიციული მოდის ჩვენება არ არის. ბრენდის ოფიციალური აღწერით, ღონისძიება აერთიანებს გლობალურ ელჩებს, დიზაინერებსა და სილამაზის სფეროს პროფესიონალებს და მოდასა და სილამაზეს ქალთა გაძლიერების იდეასთან აკავშირებს. 2026 წლის შოუ კვლავ ღია იყო ფართო აუდიტორიისთვის და მისი ტრანსლაცია მსოფლიოს მასშტაბით ბრენდის ციფრულ პლატფორმებზე მიმდინარეობდა.
წლევანდელი შოუს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მომენტი სელინ დიონის გამოჩენა გახდა. კანადელმა ვარსკვლავმა მოულოდნელად სცენაზე იმღერა, ეიფელის კოშკის ფონზე კი შოუს განსაკუთრებული სანახაობრივი ფინალი შექმნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჰეიდი კლუმი, ვიოლა დევისი, აიშვარია რაი, ჯეინ ფონდა და სხვა ცნობილი სახეები.