6 გამორჩეული ცნობილი ქალი "თბილისობა 2026"-ზე: ვინ როგორ გამოიყურებოდა საღამოზე - Marao

6 გამორჩეული ცნობილი ქალი "თბილისობა 2026"-ზე: ვინ როგორ გამოიყურებოდა საღამოზე

2026-10-05 11:29:13+04:00

თბილისმა წელს კიდევ ერთხელ უმასპინძლა ქალაქის მთავარ სახალხო დღესასწაულს „თბილისობა 2026“-ს, რომელიც 3 და 4 ოქტომბერს აღინიშნა.

როგორც ყოველთვის, ღონისძიება ტრადიციული მოტივებით მიმდინარეობდა. შესრულდა ქართული ნაციონალური ცეკვა და სიმღერა. ამასთან, გაიმართა საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია, და ღონისძიებას უამრავი ცნობილი ქართველი ესწრებოდა.

ღონისძიებაზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ ცნობილი ქალები. თვალი გადავავლოთ რამდენიმე მათგანის ჩაცმულობას:

ანუკი არეშიძე

კახა კალაძის მეუღლე ღონისძიებაზე დახვეწილი და ელეგანტური სტილით წარსდგა. მას კლასიკური შავი პალტო და მინიმალისტური აქსესუარები ეცვა, რითაც ყურადღება მიიქცია.

areshidze

  • ყველას გვიყვარდა სანდრა: 90-იანების მთავარი გოგონას ოქროს კადრები და გამორჩეული რეტრო ფოტოები

ნათია ბაკურაძე

წამყვანის ამპლუაში გამოჩენილმა "სუხიშვილების" მოცეკვავემ, ნათია ბაკურაძემ საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა. მას გამორჩეული ნაცრისფერი სამოსი ეცვა, რომელსაც საინტერესო დეტალები და დახვეწილი სტილი ახასიათებდა.

natia-bakuradze

მანიკა ასათიანი

მაყურებლის წინაშე წამყვანის ამპლუაში წარსდგა მანიკა ასათიანიც. მან ასევე აირჩია ელეგანტური და მსგავსი სტილის სამოსი, რომელიც შესანიშნავად უხდებოდა მის გარეგნობასა და საღამოს ენერგიას.

manika

ნინო ჟვანია

დათო ევგენიძის მეუღლე, ნინო ჟვანია, ღონისძიებაზე ბეჟი ფერის, ელეგანტური და გამორჩეული კოსტიუმით გამოჩნდა, რომელსაც დახვეწილი ორნამენტები და დეტალები ამშვენებდა.

evgenidze

  • Balenciaga-ს პიჯაკი და პატარა ვინტაჟური ჩანთა: როგორ წარსდგა ანუკი არეშიძე "თბილისობა 2026"-ის ღონისძიებაზე

თიკო ჩხეიძე

მეუღლესთან, ნუკრი რევიშვილთან ერთად მყოფმა თიკო ჩხეიძემ კლასიკური შავი სამოსი მოირგო, რომელიც სრულ ჰარმონიაში იყო საღამოს ზოგად ატმოსფეროსთან და მის მეწყვილესთან.

tiko

ცირა კობიაშვილი

მომღერალი ცირა კობიაშვილი ღონისძიებაზე გამორჩეული და მიმზიდველი სტილით გამოჩნდა. მან მოირგო დახვეწილი გრძელი შავი კაბა ღრმა დეკოლტეთი და ორიგინალური დეტალებით, რომელმაც საღამოს სტუმრების დიდი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა.

  • 5 გამორჩეული ცნობილი ქალი "თბილისობა 2025"-ზე: ვინ როგორ გამოიყურებოდა საღამოზე 

cira