ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელის შემდეგ - ლიზა ბაგრატიონი: „სარე“ სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილეზე - Marao

ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელის შემდეგ - ლიზა ბაგრატიონი: „სარე“ სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილეზე

2026-10-05 15:30:48+04:00

ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეგენდარული ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა. ღონისძიებამ შემოქმედებითი საზოგადოება, ხელოვნების მოყვარულები და მსახიობის შემოქმედების თაყვანისმცემლები შეკრიბა.

საიუბილეო საღამოზე სოფიკო ჭიაურელის მდიდარი კინო და თეატრალური მემკვიდრეობა გაიხსენეს.

საღამოს განსაკუთრებული და გამორჩეული მომენტი გახდა მომღერალ ლიზა ბაგრატიონის მიერ შესრულებული სიმღერა „სარე“. მისმა შესრულებამ  დარბაზში მყოფი მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.

შესრულების ვიდეოჩანაწერი სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რასაც საზოგადოების მხრიდან ათასობით დადებითი გამოხმაურება, თბილი კომენტარი და გაზიარება მოჰყვა. 

liza-bagrationi

  • „ყველაზე დიდი კარიერული მიღწევა ოთხი შვილის დედობაა“ - თამარ ბაგრატიონის გულახდილი ინტერვიუ დედობასა და ოჯახურ ფასეულობებზე 

ლიზა ბაგრატიონი - ოჯახი და კარიერა

საოცარი ხმა, მომნუსხველი გარეგნობა და დაუვიწყარი ღიმილი - ეს ლიზა ბაგრატიონის სავიზიტო ბარათია. მას დიდი და საინტერესო ოჯახი აქვს, თუმცა არანაკლებ საინტერესოა მისი განვლილი გზა მუსიკალურ სამყაროში - ლიზა  1998 წელს დასახელდა საუკეთესო ქალ მომღერლად. 

ლიზა ბაგრატიონი 1974 წლის 21 ივლისს, თბილისში დაიბადა. 1996 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდი იყო გაზეთ „The Georgian Times“ პასუხისმგებელი რედაქტორი, ასევე მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში. 

  • "მე შემიძლია სრულიად უანგარო სიყვარული და სწორედ ამის წყალობით მაქვს ცხოვრებისეული კომფორტი" - ლიზა ბაგრატიონის ინტერვიუ ამბებზე, რომლებიც ჯერ არ მოგისმენიათ 

მიუხედავად განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებისა, ლიზამ ამ მიმართულებით განათლების მიღება არ მოისურვა - ისწავლა ინგლისური ენა და მუშაობაც ამ მიმართულებით დაიწყო. სწორედ ამის წყალობით აღმოჩნდა ის ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს აშშ-ში, სადაც იქაურ ცხოვრების წესს, განათლებასა და კულტურას ეზიარა. ეს მისი ცხოვრების განსაკუთრებული ეტაპი იყო. 

ახლა ლიზა ბაგრატიონი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხმად, განსაკუთრებული შარმისა და ნიჭის სიმბოლოდ ითვლება - სცენაზე თუ სცენის მიღმა, მისი გულშემატკივრების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.