„კი ბატონო, ჩემი გარეგნობა ყოველთვის იყო აღნიშნვის საგანი..." - მანიკა ასათიანის გულწრფელი აღიარება გარეგნობაზე, სამოდელო წარსულსა და მუდმივ განვითარებაზე - Marao

„კი ბატონო, ჩემი გარეგნობა ყოველთვის იყო აღნიშნვის საგანი..." - მანიკა ასათიანის გულწრფელი აღიარება გარეგნობაზე, სამოდელო წარსულსა და მუდმივ განვითარებაზე

2026-10-07 10:00:15+04:00

მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ექიმ კოტე მათითაშვილის გადაცემის, „კოტკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მან თავის გარეგნობასა და სამოდელო წარსულზე ისაუბრა. მანიკამ გაიხსენა ის, თუ როგორ აღიქვამდა საზოგადოება მის გამორჩეულ ვიზუალსა და ჟღალ თმას და რა როლი ითამაშა ამ ყველაფერმა მის კარიერაში.

  • "ხშირად მეკითხებიან - რა გაქვს გაკეთებული?" - მანიკა ასათიანი პლასტიკურ ჩარევებსა და ბუნებრივ სილამაზეზე

მანიკა აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოდელობის პერიოდში არსებული პოპულარობისა და ვიზუალის გამო მიღებული შეთავაზებებისა, მისი დღევანდელი მიღწევები პირველ რიგში უზარმაზარი შრომისა და მუდმივი განვითარების შედეგია. საუბარში ის ხაზს უსვამს, რომ თვითკმაყოფილება პროგრესს აფერხებს, ამიტომ არასდროს ჩერდება და ყოველთვის ცდილობს ახალი სფეროების ათვისებასა და საკუთარი თავის სრულყოფას. 

manika

მანიკა ასათიანის ინტერვიუ

„კი ბატონო, ჩემი გარეგნობა ყოველთვის იყო აღნიშნვის საგანი, იმ კუთხითაც, რომ განსხვავებული ვარ ჩემი ჟღალი თმით. მოდელობის პერიოდშიც მახსოვს, რომ ბევრ რეკლამაში მიღებდნენ, იმიტომ, რომ ახალი სახე ვიყავი.

  • სტილის, გემოვნებისა და სილამაზის ზეიმი ერთ კადრში: მაკა ასათიანი, მანიკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე

თუმცა, მე მგონია, რომ ის, რასაც დღეს ვაკეთებ და ის ყველაფერი, რაც მაქვს დღეს, იმის დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრი ვიშრომე და დღემდე არ ვნებდები, არ ვჩერდები, არ ვარ კმაყოფილი და არ მიყვარს, ზოგადად, თვითკმაყოფილება, იმიტომ, რომ მგონია, რომ ყოველთვის რეგრესს იწვევს. ყოველთვის უნდა განავითარო შენი თავი და სხვადასხვა სფეროშიც მოსინჯო ბედი.

manika

  • "ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ, თუმცა პატარა ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი" - მანიკა ასათიანი ადრეულ ასაკში დაოჯახებასა და დედობაზე

შესაბამისად, მე მგონია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რაღაც წინ მაქვს და ამისთვის მე ვშრომობ და ყოველდღიურად ძალიან დიდ რესურსს ვდებ.“