როგორ სახლში ცხოვრობს თავად დენმა გვასალია? - ქართველი დიზაინერის ახალი ცხოვრება იტალიაში - Marao

როგორ სახლში ცხოვრობს თავად დენმა გვასალია? - ქართველი დიზაინერის ახალი ცხოვრება იტალიაში

2026-10-07 10:00:54+04:00

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ამჯერად System Magazine-ის ობიექტივში მოხვდა. გერმანელმა ფოტოგრაფმა იურგენ ტელერმა დემნა ახალი ნომრისთვის გადაიღო და ფოტოებში დიზაინერის მილანური ცხოვრებისა და პირადი სივრცის კადრებიც გამოჩნდა.

demna-gavsalia

  • სოხუმიდან მილანის მოდის მწვერვალამდე: როგორ გეგმავს დემნა Gucci-ს ისტორიის შეცვლას 

როგორ სახლში ცხოვრობს დემნა გვასალია?

დემნა დღეს ლოს-ანჯელესსა და მილანს შორის ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც 2025 წელს იტალიური მოდის სახლის, Gucci-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა, მილანი მისი პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ქალაქად იქცა. იტალიური Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში დიზაინერი ამბობს, რომ Gucci-ს სათავეში გადასვლის შემდეგ მილანში გადავიდა, თუმცა ლოს-ანჯელესი მეორე სახლად შეინარჩუნა.

დემნასთვის ეს ორი ქალაქი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს წარმოადგენს. ლოს-ანჯელესს ის თავისუფლებასთან და ახალი იდეების გაჩენასთან აკავშირებს, მაშინ როდესაც იტალია მისთვის პირველ რიგში მოდის ინდუსტრიის ისტორია, ხელოვნება, პროდუქტი, ხელოსნობა და წარმოებაა. თავად დიზაინერის თქმით, ამ ორი სამყაროს კომბინაცია მისთვის იდეალური ბალანსია.

demna-gvasalia

  • "არცერთ ბრენდს არასდროს გაუბედავს მსგავსი სითამამე" - რას წერს Vogue Runway-ის გლობალური დირექტორი დემნა გვასალიას შესახებ 

მილანში ცხოვრებას დემნა ნელ-ნელა ეჩვევა. ქალაქში მანამდეც არაერთხელ ყოფილა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, აქ ერთ დღეზე მეტხანს არასდროს დარჩენილა. ახლა კი მას შესაძლებლობა აქვს, ქალაქი უკვე არა სტუმრის, არამედ ადგილობრივი მცხოვრების თვალით გაიცნოს.

„მილანში ადრე რამდენჯერმე ვყოფილვარ, მაგრამ არასდროს დავრჩენილვარ აქ ერთ დღეზე მეტხანს. ახლა ვეცნობი ქალაქს, მომწონს ის მრავალფეროვნება, რაც აქ არის, მომწონს ხალხიც - მომწონს მათი უშუალობა“, - ამბობს დემნა.

მისი მილანური ცხოვრების შესახებ სხვა უცხოური გამოცემებიც წერენ. „Vogue“-ის 2026 წლის პროფილში აღწერილია დემნას სამუშაო სივრცე მილანში, რომელიც, გამოცემის შეფასებით, მისთვის დამახასიათებელ სტილშია მოწყობილი. სტუდიაში დიდი დივნები და დიდი ფანჯრებია, კედლები კი ძველი, 90-იანების სტილშია მოწყობილი.

demna-gavsalia

თუმცა „System Magazine“-ის ფოტოები დემნას მხოლოდ სამუშაო გარემოში არ გვაჩვენებს. იურგენ ტელერის კამერა მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და უფრო პირად გარემოსაც აფიქსირებს, რაც დიზაინერის საჯარო იმიჯისგან განსხვავებულ, უფრო მშვიდ მხარეს გვაჩვენებს.

დემნასთვის პირადი სივრცე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „System Magazine“-თან ინტერვიუში ის საკუთარ თავთან დარჩენისა და ფიქრის მნიშვნელობაზე საუბრობს. დიზაინერის თქმით, მარტო ყოფნა მას საკუთარ თავთან კავშირის შენარჩუნებაში ეხმარება და შემოქმედებით პროცესშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

demna-gvasalia

  • "სულით ხორცამდე ვამაყობ იმით, რომ ერთმა სოხუმელმა ბიჭმა - ბევრ ცხოვრებისეულ ქარტეხილებზე გამარჯვებულმა, შეინარჩუნა ის ნამდვილი სითბო" - ამბავი დემნა გვასალიაზე 

მისი ცხოვრების ახალი ეტაპი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ დემნა ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის სახლის სათავეში დგას. „Gucci“-ში გადასვლის შემდეგ მან ლოს-ანჯელესური თავისუფლება იტალიურ მოდის ტრადიციებს დაუკავშირა და სწორედ ამ ორი განსხვავებული სამყაროს შერწყმა გახდა მისი ახალი ხედვის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი.