ანასტასია ბენდუქიძე სტუმრად იყო გადაცემაში Speak Easy, სადაც მამასთან, კახა ბენდუქიძესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ცნობილია, რომ კახა ბენდუქიძე იუმორის განსაკუთრებული გრძნობით გამოირჩეოდა, ანასტასიამაც ცხოვრების ერთი ასეთი ეპიზოდი გაიხსენა.

ანასტასია ბენდუქიძე მამის, კახა ბენდუქიძის შესახებ
„ძალიან მეშინოდა, რომ რაღაც ისეთს მეტყოდა. მაგალითად, მე ვიყავი საკმაოდ პუტკუნა გოგო. კახაც სულ აღნიშნავდა, ანასტასია, რა პუტკუნა ხარო და უფრო უარეს რაღაცებსაც მეუბნებოდა.
რაღაც მონეტში დავიწყე ვარჯიში, დიეტაზეც ვიყავი და დავიკელი 10 კილოგრამი, ძალიან კარგად გამოვიყურებოდი. წონის კლების შემდეგ პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს, არაფერი არ მითხრა და მე ძალიან მეწყინა ეს. ვუთხარი, რა წესია, რომ ვერ შეამჩნიე-მეთქი. ხომ შეეძლო ეთქვა, ყოჩაღ, ანასტასია, რამდენი გიშრომიაო?!

მე გავეხუმრე, ახლა ყველა იფიქრებს, რომ შენი შეყვარებული ვარ-მეთქი და მიპასუხა: ადრეც ასე ეგონებოდათ, უბრალოდ, იფიქრებდნენ, რომ ცუდი გემოვნება მქონდაო.
22 წლის ასაკში თავის შვილს ეს არავინ უნდა უთხრას“, - იხსენებს ანასტასია ბენდუქიძე.