ეკა ხოფერია საკუთარი გადაცემის "შეხვედრები ეკა ხოფერიასთან" ფარგლებში, ბაია დვალიშვილს, ნატა მურვანიძეს და ნინო კასრაძეს სტუმრობდა. წინა ეპიზოდში შემოგთავაზეთ გადაცემიდან ნინო კასრაძის ინტერვიუ. ამჯერად კი ნატა მურვანიძისა და ბაია დვალიშვილის ძალიან საინტერესო მონოლოგს გთავაზობთ.

ნატა მურვანიძისა და ბაია დვალიშვილის ინტერვიუ
ეპიზოდი ხელოვნებას, შემოქმედებით ენერგიასა და იმ შინაგან ძალებს მიეძღვნა, რომლებიც ადამიანს ყველაზე მძიმე პერიოდების გადალახვაში ეხმარება.
"წინა სეზონი მქონდა ძალიან დატვირთული, მოგზაურობებითა და გასტროლებით, და ვამბობდი კიდეც, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ისე გავიდა, ვნატრობდი, დატვირთული ვყოფილიყავი.
სტაგნაცია არის მომაკვდინებელი. იღვიძებ და აზრი არ აქვს არაფერს. მქონია დღეები, როდესაც არ ვიცოდი, დრო როგორ გამეყვანა. ამ დროს იწყებ რაღაცას, რომ გადარჩე და შეძლო დღის გაგრძელება. მერე ეს აღმოჩენებს გიკეთებს საკუთარ თავში, ისე ამაყობ საკუთარი თავით და ძალიან ბედნიერი ხარ.
90-იანებში ლამფის შუქზე მეყარა უამრავი ნაჭერი, ლენტი, დამტვრეული ჭურჭელი, უამრავი ბიჟუტერია და ამ ამბავში რომ ვიყავი, ეს იყო გადარჩენა და ბედნიერი მომენტები. არ მენატრება, მაგრამ ეს იყო, რამაც გამატანინა ის პერიოდი. ეს იყო სტიმული ცხოვრების გაგრძელების,"- ამბობს ბაია დვალიშვილი.
საკუთარი შემოქმედებითი ხედვა გააზიარა ნატა მურვანიძემაც. მისი თქმით, საყვარელი პროფესია ადამიანისგან არა ფიზიკურ ან გონებრივ ძალდატანებას, არამედ შინაგან ლტოლვასა და სურვილს მოითხოვს.
"იმ საქმის კეთებას, რაც გიყვარს ძალა არ სჭირდება. ამას სურვილი სჭირდება. ძალა სხვა რაღაცებს სჭირდება.
მე ძალიან მიყვარს არქიტექტურა და ჩემთვის სერიოზული კოსტიუმის დიზაინერი ყოველთვის არის ხელოვნებაში აყვანილი არქიტექტორი.