„ჩემს ოცნებებში მესამე შვილიც მყავს“ - რუსკა მაყაშვილი პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე - Marao

„ჩემს ოცნებებში მესამე შვილიც მყავს“ - რუსკა მაყაშვილი პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე

2026-10-12 12:51:33+04:00

მსახიობი რუსკა მაყაშვილი „პრეგკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მაყურებელს საკუთარი განცდები, პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები და სამომავლო სურვილები გაუზიარა. გადაცემაში მან ღიად ისაუბრა მესამე შვილის ყოლის სურვილზე, დედობის პასუხისმგებლობასა და კარიერისა და ოჯახის შეთავსებაზე.

"ყოველთვის მინდოდა სამი შვილი. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ გავშორდი ჩემს მეუღლეს - ეს ჩვეულებრივი რამ არის, თუმცა, როცა დავიწყე ფიქრი, ბავშვები უკვე წამოიზარდნენ. ახლა ორმოცი წლის ვხდები. ჩემს მომავალ 5 წელზე რომ ვისაუბრო, პროფესია არავის გამო არ დამითმია; ყველაფერს შეძლებს ქალი, როდესაც ორი შვილი ჰყავს სარჩენი. ყველაფერს ვახერხებ და ვასწრებ, თან ჩემს შვილებთან საკმაოდ მსუყე ურთიერთობა მაქვს. შეიძლება 5 წუთი იყო მათთან ერთად და ეს ძალიან პროდუქტიული იყოს. რომ დავფიქრდი, მივხვდი - სხვა რა ინტერესი უნდა მქონდეს ცხოვრების გაგრძელების? ეგოისტურად გამომდის, მაგრამ მივედი იქამდე, რომ შვილის ყოლა უდიდესი ბედნიერება და სიხარულია. სულ მეგონა, რომ მესამე შვილი მეყოლებოდა. ახლა მოვლენებს არ ვუსწრებ, მაგრამ სადღაც ჩემს გონებაში მაინც ასე მეგონა. სიტყვა „არ მინდა“ არ მიყვარს. მინდა და ვნახოთ, როგორ წავა ცხოვრება. ჩემს ოცნებებსა და სურვილებში მესამე შვილი ნამდვილად არის,“ - ამბობს რუსკა.

ruska-makashvili

  • "მორ­ბის ჩემი მეგობარი აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი და მე­უბ­ნე­ბა: "მა­მა­შე­ნი მო­დი­სო“ - რუსკა მაყაშვილის ინტერვიუ 

რუსკა მაყაშვილის ოჯახი 

რუსკა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანან და კომერციულ ვიდეოებშიც მონაწილეობენ. შვილებისგან განსხვავებით, რუსკასთან ერთად საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მისი მეუღლე, მსახიობი განმარტავდა, რომ სანდროს კამერები არ უყვარს და მათთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდება.  

ცოტა ხნის წინ რუსკა მაყაშვილმა თქვა, რომ ის და სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს დაშორდნენ, ახლა კი შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს.

  • "ქალი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი შვილებისთვის, ყველაზე კარგი დედაა.." - რუსკა მაყაშვილი „მარტოხელა დედობასა“ და შვილებზე 

"ძა­ლი­ან დიდი ხანი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. ბევ­რი წლის ფიქ­რი ბევ­რი წლის აწონ-და­წო­ნა. არა­სო­დეს წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ოჯა­ხი და­მენგრე­ო­და. ძა­ლი­ან მი­ჭირს ცვლი­ლე­ბე­ბი. რა ჩან­გლი­თაც ვჭამ­დი ბავ­შვო­ბა­ში, იმ ჩან­გლით ვჭამ ახ­ლაც. ცვლი­ლე­ბე­ბის მე­ში­ნია. რომ გავ­თხოვ­დი და სხვა­გან გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ისევ ჩემს ოჯახ­ში, ჩემს დან­გრე­ულ სახ­ლში მივ­დი­ო­დი და იქ ვი­ჯე­ქი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ დიდი ვარ და ორი შვი­ლი მყავს მი­ჭირს მა­ინც.

  • „ვერც წარმომიდგენია, შენი შვილების ცხოვრებაში სრულად ჩართული არ იყო“ - რუსკა მაყაშვილი დედობასა და ოჯახზე 

და­შო­რე­ბა რთუ­ლია. თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პრო­ცეს­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და­შო­რე­ბა. უბ­რა­ლოდ ამა­ზე ფიქ­რი მი­დი­ო­და. ეს არის ურ­თუ­ლე­სი მძი­მე პე­რი­ო­დი, ფიქ­რობ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ გა­უმკლავ­დე­ბი. ახ­ლაც გამ­კლა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვარ. რთუ­ლია, ორი შვი­ლი რომ გყავს... ეს ისე­თი თე­მაა, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი. 8 თვე გა­ვი­და და ახ­ლაც გამ­კლა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვარ" - თქვა რუს­კა მა­ყაშ­ვილ­მა.