3 მთავარი ინგრედიენტი, რომელსაც მსახიობი ყოველდღიურად იყენებს - ლელა მებურიშილის თავის მოვლის რუტინა - Marao

3 მთავარი ინგრედიენტი, რომელსაც მსახიობი ყოველდღიურად იყენებს - ლელა მებურიშილის თავის მოვლის რუტინა

2026-10-12 15:28:29+04:00

ცნობილი ქართველი მსახიობი ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს სახის მოვლის საკუთარ რუტინასა და იმ წესებს უზიარებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, ჯანსაღი და ბზინვარე კანის მისაღწევად უმთავრესი პრინციპი მაკიაჟისგან დასვენება და სწორად შერჩეული მოვლის საშუალებებია.

"თქვენი თხოვნით მოგიყვებით ჩემი სახის მოვლის რუტინას. ყველაზე მთავარი რაც ამ წლების განმავლობაში ვისწავლე, არის მაქსიმალურად ცოტა მაკიაჟი გავიკეთოთ, როცა არ არის აუცილებელი. ახლა საერთოდ არაფერი არ მისვია, პირი დავიბანე, ტონირება გავუკეთე სახის და ვიწყებ C ვიტამინით. C ვიტამინის შრატები არის ძალიან კარგი დილით და ყოველდღიურად შეგიძლიათ მოიხმაროთ. ვიწყებთ კანის დატენიანებას სხვადასხვა დამატენიანებელი საშუალებით. ასევე ძალიან მომწონს ჰიალურონის შემცველი შრატები, ახლა ეს ჩემი ახალი შრატი უკვე დამიმთავრდა და ახალი მინდა რომ შევიძინო. და რა თქმა უნდა რეტინოლი, რომელიც უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ასაკში. მოკლედ, სამი ძირითადი ინგრედიენტი: C ვიტამინი, ჰიალურონი და რეტინოლი", - ამბობს ლელა.

lela-meburishvili

  • "ყველაზე ძალიან რაც მომწონს, აქვს იუმორის გრძნობა, რაც მგონია, რომ ცხოვრებაში გადამრჩენია" - ლელა მებურიშვილი მეუღლესა და ცხოვრების მნიშვნელოვან სიახლეზე 

ლელა მებურიშვილი თავის მოვლის შესახებ

მსახიობი თვლის, რომ ვიზუალურ ფორმაში ყოფნა და თავის მოვლა, პირველ რიგში, საკუთარი თავის სიყვარულსა და პატივისცემას უკავშირდება.

"მართლა მომწონს, როდესაც სახლში ვარ და ხალათი არ მაცვია. დილითაც, როცა ვდგები... მახსოვს, ლონდონში როცა გადავედით და ბავშვები სკოლაში მიმყავდა, მაკიაჟს საერთოდ არ ვიყენებდი, არც ლაქი მესვა და სრულიად ბუნებრივად ვიყავი. სულ მოკლე თმა მქონდა, არც კი ვივარცხნიდი, მაგრამ მაინც ლამაზად მეყენა.

  • ლელა მებურიშვილის სრულიად ახალი ამპლუა და დაუვიწყარი როლები სცენაზე: "20 წელი სცენაზე - მარტივი არასოდეს ყოფილა" 

ერთ-ერთი თანაკლასელის მშობელმა მითხრა: „ძალიან ნერვებს მიშლი, დილით ბავშვები სკოლაში რომ მოგვყავს, ყველანი გაწეწილები ვართ და შენ კი ასე ლამაზად ჩაცმული და მოწესრიგებული მოდიხარო“. შოკში ჩავვარდი, რადგან მეც უბრალოდ დილით რაღაც გადავიცვი და ისე გავედი. თუმცა, ეს საქართველოდან გამოყოლილი ჩვევა, აუცილებლად ფორმაში ყოფნა,  მაინც კარგია. მთავარია, ამას საკუთარი თავისთვის აკეთებდე და არა სხვის დასანახად" - ამბობდა ლელა.