მომღერალი ნინი ქარსელაძე კვირას, ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემის სტუმარი იქნება. გადაცემის გავრცელებული ანონსიდან ირკვევა, რომ მაყურებელი გულახდილ ინტერვიუს იხილავს, სადაც ნინი საკუთარი ცხოვრების რთულ ეტაპებსა და განვლილ განსაცდელებზე პირველად ისაუბრებს.
„გვერდიდან ძალიან უდარდელი ჩანს ჩემი ცხოვრება, მაგრამ საკმაოდ ბევრი განსაცდელი გავიარე… პირველად ვამბობ ამას შენს გადაცემაში... ისეთი რაღაცა დაუბრალებიათ, რისი ღირსიც არ ვიყავი, მეგობარზე ვამბობ… ნამდვილად ვიცი, რომ არ ვიყავი ამის ღირსი…
ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ეს ქორწინება…“, – ამბობს ნინი ქარსელაძე.

ნინი ქარსელაძე - ოჯახი და კარიერა
ნინი ქარსელაძე ცნობილი ოჯახის შვილია - მისი მშობლები ხათუნა ჟორდანია და თეკუჩა ქარსელაძე არიან. ის პოპულარული ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა სამი წლის ასაკში ფრანგული სიმღერა „La belle dame sans regrets“ ჩაწერა. მე-5 კლასამდე სწავლობდა ფრანგულ კოლეჯში, შემდგომში გადავიდა თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში და ბრიტანულ სკოლაში. 1997 ჯგუფ „სახესთან“ ერთად ჩაწერა დუეტი „წვიმად გადავიქეცი“. 1998 წელს დაიწყო დუეტების შესრულება ზუკა ხუციშვილთან ერთად. 1999 წელს „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა სიმღერა „ნინი და ქუჩის ბიჭები“. 2003 წელს ჩაწერა სიმღერა „ჩემი ქალაქი“.

ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. წყვილი ხშირად აქვეყნებდა ერთად გადაღებულ კადრებს, მაგრამ, როგორც ნინი განმარტავს, მათი ქორწინება დასრულდა და განქორწინების მიზეზებზეც არაერთხელ დაწერა.
მას შემდეგ ნინი ქარსელაძე პირადი ცხოვრების შესახებ არასდროს საუბრობს, არც იმაზე გაუკეთებია კომენტარი, შეყვარებულია თუ არა. ახლა ნინი დაკავებულია Don’t give up fund -ში, რომელიც ონკოპაციენტებისთვის ხელმისაწვდომ მკურნალობას უზრუნველყოფს.