"ჩვენ ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვიყავით და ბავშვებიც გვყავს, უბრალოდ ჯვარი არ გვქონდა დაწერილი“ - რას ჰყვება შეფი ლევან კობიაშვილი მეუღლეზე - Marao

"ჩვენ ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვიყავით და ბავშვებიც გვყავს, უბრალოდ ჯვარი არ გვქონდა დაწერილი“ - რას ჰყვება შეფი ლევან კობიაშვილი მეუღლეზე

2026-10-14 14:14:55+04:00

ცნობილი ქართველი შეფი, ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე, ნინა ილურიძე ანა ტყებუჩავას გადაცემის - „მეხუთე ელემენტის“ სტუმრები იყვნენ. წყვილმა გადაცემაში საკუთარი ოჯახური ცხოვრებისა და იმ მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომელმაც მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

როგორც ლევან კობიაშვილი აღნიშნავს, წყვილი წლებია ოფიციალურ ქორწინებაშია და საერთო შვილებიც ჰყავთ, თუმცა ჯვრისწერა აქამდე არ ჰქონდათ. გადაწყვეტილება კი სრულიად სპონტანურად, შეფის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე მიიღეს.

"ჩვენ ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვიყავით და ბავშვებიც გვყავს, უბრალოდ ჯვარი არ გვქონდა დაწერილი. ყველაზე მაგარი ის არის, რომ ამ ჯვრისწერამ ჩემი დაბადების დღე გადაფარა. საიუბილეო თარიღი იყო და გადავწყვიტეთ აღგვენიშნა. რადგან დაბადების დღის გადახდა გადავწყვიტეთ, 10 დღით ადრე ისიც მოვიფიქრეთ, რომ ჯვარიც დაგვეწერა. ხალხი წლობით ემზადება და ეს ამბავი კი ასე სპონტანურად გადაწყდა. ჩემი დაბადების დღე ყველას დაავიწყდა - ჯვრისწერას გვილოცავდნენ და არა დაბადების დღეს.

ნინა სახლში ჩვეულებრივი კონკიაა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყველაფერს აკეთებს. არაჩვეულებრივი დედაა, არაჩვეულებრივი დიასახლისია, მართლა ყველაფრის კეთება უწევს. მე მთელი დღე სახლში არ ვარ, ის კი სახლში დედად მუშაობს," - ამბობს ლევანი.

levan-kobiashvili

  • „მასტერშეფის“ ჟიურის წევრი დაქორწინდა — ფოტოები ლევან კობიაშვილისა და ნინა ილურიძის ქორწილიდან 

შეფ ლევან კობიაშვილისა და ნინა ილურიძის ოჯახი 

ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე, ნინა ილურიძე, უკვე არაერთი წელია, ერთად არიან და ბედნიერი ოჯახი აქვთ. 2022 წელს ცნობილი გახდა, რომ ისინი გოგონას მშობლები გახდნენ. პატარა, რომელსაც ელენე დაარქვეს, ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა. 

ლევან კობიაშვილი და ნინა ილურიძე ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებენ - მათ ოჯახს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც კომპლიმენტებსა და სიყვარულს წყვილის მიმართ არასდროს იშურებენ. 

  • "მითხრა, რომ დედამისი უკეთეს ნამცხვარს აცხობს..." - შეფ ლევან კობიაშვილისა და ნინა ილურიძის ბედნიერი ჯახი და სიყვარულის ამბავი 

როგორც ნინა იხსენებს, ყველაფერი დაახლოებით შვიდი წლის წინ, ზამთრის ერთ საღამოს დაიწყო:

„დაახლოებით შვიდი წლის წინ მე და დეიდაჩემი ერთ-ერთ რესტორანში ვიყავით სავახშმოდ. მახსოვს, დეკემბერი იყო და რესტორანში ცოტა ხალხი იყო. რომ შევედით, გამჭოლი მზერა ვიგრძენი, გავხედე და ლევანი დავინახე, შავი ფერის სამოსი ეცვა. უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი. ვერ ვიტყვი, რომ ლევანი ვერ ვიცანი - „მასტერშეფს“ აქტიურად არ ვუყურებდი, მაგრამ თვალს ვადევნებდი ჩემი უსაყვარლესი ძიძის დამსახურებით“.