„იმედია დავამარცხე... ახლა რემისიაში ვარ“ - მანანა კოზაკოვა მძიმე დიაგნოზსა და განვლილ გზაზე საუბრობს - Marao

„იმედია, დავამარცხე... ახლა რემისიაში ვარ“ — მანანა კოზაკოვა მძიმე დიაგნოზსა და განვლილ გზაზე საუბრობს

2026-10-16 17:32:41+04:00

მსახიობი მანანა კოზაკოვა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას უმძიმესი დიაგნოზისა და იმ ემოციური ეტაპების შესახებ უზიარებს გამოცდილებას, რაც დაავადებასთან ბრძოლას ახლავს თან.

manana-kozakova

ერთი რჩევა მამისგან, რომელმაც მთელი ცხოვრება შეცვალა: მანანა კოზაკოვას გზა და ამბავი თავდაჯერებულობის შესახებ 

მანანა კოზაკოვას ბრძოლა

- მინდა დაგელაპარაკოთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რასაც ჰქვია ცუდი დიაგნოზი - კარცინომა. მე მქონდა ეს დიაგნოზი, იმედია დავამარცხე და ყოველ შემთხვევაში, ახლა რემისიაში ვარ. მინდა ყველას, ვისაც ეს პრობლემა აქვს ან ვინც დღეს ამას გადის, გვერდში დავუდგე და ჩემი აზრები გავუზიარო, თუ რამეში გამოადგებათ.

იცით, რა არის? ყველაზე მეტად რატომღაც ასეა: ყველა თვლის და ითხოვს შენგან, რომ ეს დიაგნოზი გმირულად მიიღო და თავაწეულმა იარო. თითქმის ყველა ითხოვს სიძლიერეს. თვალებში გიყურებენ, თვითონ შეშინებულები არიან და მაინც უნდათ, რომ შენ ეს რობოტივით მიიღო და პირდაპირ ბრძოლაში ჩაება ამ დაავადებასთან.

  • "3 წელი გავიდა, რაც თინათინი მეუღლეს გაშორდა. ახლა პირველად ეწვია სიყვარული" - მანანა კოზაკოვა ქალიშვილის შესახებ

ეს ასე არ არის. ადამიანს ცოტა დრო სჭირდება, რომ ეს ყველაფერი გაიაზროს. მე მახსოვს, როცა გავიგე, მეგონა, რომ ეს ჩემს თავს არ ხდებოდა. მეგონა, რაღაც ცუდი სიზმარი იყო და ახლა გავიღვიძებდი, ან რაღაც მომესმა... სულ ვეძებდი გზას, რომ ეს სიმართლე არ ყოფილიყო. გინდა, რომ მართლაც გაიღვიძო ამ ცუდი სიზმრისგან.

მაგრამ მერე დგება შემდეგი ეტაპი, როდესაც იღებ გადაწყვეტილებას, რომ დაიწყო ბრძოლა. მერე ჩნდება იმედი, იდგმება ნაბიჯები განკურნებისკენ და მოდის სიცოცხლის კიდევ უფრო მეტად დაფასება, იმის გადაფასება, რაც შენს თავს ხდება. კიდევ უფრო მეტად გიყვარს შენი შვილი, შენი ახლობლები... მოკლედ, შორს რომ არ წავიდე, ძალიან რთული პროცესია.

ეს ძალიან ვრცელი თემაა და რთულია ორი წუთ-ნახევარში ყველაფრის ჩატევა. თუ დაგაინტერესებთ, მერე კიდევ გავაგრძელებ და ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ. მომწერეთ და გავაგრძელებ.