ნინი ქარსელაძე პირად ცხოვრებაზე - „ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა ეს ქორწინება იყო“ - Marao

"თამამად ვსაუბრობ ამ თემაზე - 2 წელზე მეტია, განქორწინებულები ვართ“ - ნინი ქარსელაძე პირად ცხოვრებაზე

2026-10-19 10:51:56+04:00

მომღერალი ნინი ქარსელაძე გადაცემას „ნოესთან“ ეწვია, სადაც მაყურებელს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე გულახდილად ესაუბრა. ინტერვიუში ნინიმ ყურადღება პირად ცხოვრებასა და გასულ წლებში მიღებულ გამოცდილებაზე გაამახვილა.

მომღერლის თქმით, ქორწინება, რომელშიც ის იმყოფებოდა, მისთვის უდიდესი შეცდომა აღმოჩნდა, თუმცა ამავდროულად - დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილიც მიიღო

„კი, არ მაქვს პრობლემა, თამამად ვსაუბრობ ამ თემაზე. ერთი, რასაც გეტყვი - ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ეს ქორწინება. მაგრამ გამოცდილება ძალიან დიდი და კარგი მივიღე. 2 წელზე მეტია, განქორწინებულები ვართ“, - აღნიშნა ნინიმ.

ცნობისთვის, ნინი ქარსელაძის ყოფილი მეუღლე ბიზნესმენი თაზო ჯახუტაშვილია. წყვილმა ოფიციალურად 2021 წელს იქორწინა, თუმცა მათი ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ განქორწინებით დასრულდა. 

nini-karseladze

  • „ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა ეს ქორწინება იყო...“ - ნინი ქარსელაძის ინტერვიუ 

ნინიმ განვლილ წლებსა და საკუთარ შეხედულებებზეც ისაუბრა და კითხვაზე, რა რჩევას მისცემდა საკუთარ თავს მაშინ, როცა პირველად სცენაზე ავიდა, ნდობასა და სიყვარულზე ისაუბრა: 

"პირველ რიგში, ვეტყოდი, რომ არ უნდა ენდოს ყველას, იმიტომ, რომ დღესაც კი, აი, ამდენი რამის შემდეგ, არ შემიძლია ადამიანებს ეჭვის თვალით შევხედო, ყველას ვენდობი, მიამიტი ვარ ცოტა, ცოტა არა - კარგად და ახლაც იმავეს ვეუბნები ჩემს თავს. ძალიან მიყვარს მე საერთოდ ადამიანები მაგრამ უფრო მეტად შეიყვაროს ადამიანები და უფრო მეტი აპატიოს."

ნინი ქარსელაძე - ოჯახი და კარიერა

ნინი ქარსელაძე ცნობილი ოჯახის შვილია - მისი მშობლები ხათუნა ჟორდანია და თეკუჩა ქარსელაძე არიან. ის პოპულარული ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა სამი წლის ასაკში ფრანგული სიმღერა „La belle dame sans regrets“ ჩაწერა. მე-5 კლასამდე სწავლობდა ფრანგულ კოლეჯში, შემდგომში გადავიდა თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში და ბრიტანულ სკოლაში. 1997 ჯგუფ „სახესთან“ ერთად ჩაწერა დუეტი „წვიმად გადავიქეცი“. 1998 წელს დაიწყო დუეტების შესრულება ზუკა ხუციშვილთან ერთად. 1999 წელს „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა სიმღერა „ნინი და ქუჩის ბიჭები“. 2003 წელს ჩაწერა სიმღერა „ჩემი ქალაქი“.

  • "გილოცავ, ჩემო სიყვარულო..." - ნინი ქარსელაძის ახალი ფოტოები, პირადი ცხოვრება და საქველმოქმედო საქმიანობა 

ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. წყვილი ხშირად აქვეყნებდა ერთად გადაღებულ კადრებს, მაგრამ, როგორც ნინი განმარტავს, მათი ქორწინება დასრულდა და განქორწინების მიზეზებზეც არაერთხელ დაწერა.

მას შემდეგ ნინი ქარსელაძე პირადი ცხოვრების შესახებ არასდროს საუბრობს, არც იმაზე გაუკეთებია კომენტარი, შეყვარებულია თუ არა. ახლა ნინი დაკავებულია Don’t give up fund -ში, რომელიც  ონკოპაციენტებისთვის ხელმისაწვდომ მკურნალობას უზრუნველყოფს.