ქართული ხელოვნების სფეროს წარმომადგენლის, უმცროსი ნინო ანანიაშვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა – მან ოჯახი შექმნა. ცნობილი ბალერინისა და მსახიობის რჩეული ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი და მენეჯერი, ნიკა კოხოძეა, რომელიც ბიზნესმენ თემურ კოხოძის ვაჟია.
წყვილის ქორწილს უამრავი გულშემატკივარი, მეგობარი და კოლეგა გამოეხმაურა. საზეიმო საღამოს მუსიკალურ ნაწილზე ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა იზრუნეს - სტუმრების წინაშე ლელა წურწუმია წარდგა, ასევე - გიორგი გიგაშვილმა და კატო კვარაცხელიამ. საღამოს მოგვიანებით სხვა ხელოვანი მეგობრებიც შეუერთდნენ.
პატარძალს დახვეწილი თეთრი, რამდენიმე ფენად გაწყობილი კაბა ეცვა, რომელიც გამჭვირვალე სახელოებითა და ელეგანტური დეტალებით გამოირჩეოდა.




შემოქმედებითი გზა და მრავალმხრივი ნიჭი
უმცროსი ნინო ანანიაშვილი აქტიურადაა ჩართული საბალეტო დასის საქმიანობაში და წარმატებით უძღვება მამიდის სახელობის სტუდიას, სადაც ახალგაზრდა ტალანტებს ზრდის.
თუმცა, მისი ინტერესები მხოლოდ ცეკვით არ შემოიფარგლება. ის წარმატებული მსახიობიცაა – მაყურებელი მას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე ხედავს, სადაც თავისი ოსტატობითა და არტისტულობით გამორჩეულ და შთამბეჭდავ სახეებს ქმნის.
ფოტოები: Frame Me