როცა გამარჯვების უკან საოცარი ერთგულება დგას: RKENA-ს მებრძოლის, სანდრო თევზაძისა და მისი მეუღლის კადრები რეკორდს ხსნის - Marao

როცა გამარჯვების უკან საოცარი ერთგულება დგას: RKENA-ს მებრძოლის, სანდრო თევზაძისა და მისი მეუღლის კადრები რეკორდს ხსნის

2026-10-21 10:49:10+04:00

"როცა შენი ქმარი მებრძოლია" - ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეოს RKENA -  ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც 2025 წელს დაარსდა და სულ მალე მოიპოვა პოპულარობა. 

  • "როცა შენი ქმარი ჩემპიონია" - ბექა ღვინიაშვილის მეუღლის, ნინო გველესიანის საოცარი კადრები და ვიდეო, რომელმაც ათასობით ნახვა დააგროვა

სანდრო თევზაძე და სოფი ლეჟავა 

სანდრო თევზაძე RKENA-ს 17 ოქტომბრის ღონისძიებაზე უელსელ რობ კანინგემს დაუპირისპირდა და გამარჯვება 36 წამში მოიპოვა. გამარჯვების პარალელურად, დიდი ყურადღება მიიქცია სანდრო თევზაძის მთავარმა გულშემატკივარმა, მისმა მეუღლემ, სოფი ლეჟავამ - მისი გულშემატკივრობა და ემოციები უამრავი ადამიანისთვის აღმოჩნდა გადამდები, ვიდეომ კი ერთ დღეში 11 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

  • "ის თაიგული ყოველთვის დაკავებულია ერთი გოგოსთვის" - 26 წლის, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი და ამბავი ტატო გრიგალაშვილზე

სოფი თავად მსახიობი და მუსიკოსია, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და საქმიანობს - მისი კიდევ ერთი პროფესია კი მეუღლის გულმხურვალე გულშემატკივრობაა - "ყველა კაცის ოცნებაა ასეთი გულწრფელი ადამიანი გვერდით,  ასეთი ერთგულება და მხარდაჭერა რომ გექნება, რამ უნდა შეგაჩეროს?!" - წერენ კომენტარებში.

sofi-lejava