"არაფერია სამყაროში უფრო ლამაზი, ვიდრე დევა" - სრულიად ახალი ეტაპი და წითელი ხალიჩის განსაკუთრებული მომენტი - Marao

"არაფერია სამყაროში უფრო ლამაზი, ვიდრე დევა" - სრულიად ახალი ეტაპი და წითელი ხალიჩის განსაკუთრებული მომენტი

2026-10-21 15:00:24+04:00

დევა კასელი რომის კინოფესტივალზე: ტრიუმფალური დებიუტი და გოთური რომანტიკის ზღაპრული შუქი

ცნობილი მსახიობების, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 22 წლის ქალიშვილი რომის კინოფესტივალის - Festa del Cinema di Roma- წითელ ხალიჩაზე თავისი პირველი მთავარი როლით წარსდგა. ალექსანდრე კასტანიეტის ფილმში „უკვდავი სიყვარული“ (L'amore immortale - Le Fantôme de l'Opéra) დევა კასელი მოცეკვავე ანასტასიას განასახიერებს. ფილმი, რომელიც გაზეთ „Rai Cinema-ს“ ექსკლუზიური პროექტია, ოპერისა და ბალეტის კლასიკური მოტივების თანამედროვე კინემატოგრაფიულ რეინტერპრეტაციას წარმოადგენს.

L'amore immortale - Le Fantôme de l'Opéra

  • დევა კასელისა და მონიკა ბელუჩის გვერდით: „პატარა“ ლეონის მოდის სამყაროს დაპყრობა სურს

რთული მოსამზადებელი პერიოდი და ოჯახური ღირებულებები

რომში გამართულ პრესკონფერენციასა და ოფიციალურ გადაღებაზე ახალგაზრდა მსახიობი ელეგანტური სამოსითა და კლასიკური სანდლებით გამოჩნდა. როგორც დევა აღნიშნავს, როლისთვის მოსამზადებლად მან კლასიკურ ცეკვებში სამი თვის განმავლობაში, კვირაში ექვსი დღე, დილის ცხრიდან საღამოს ექვს საათამდე ინტენსიურად ივარჯიშა: „ამ ფილმმა ჩემთვის გიგანტური და ჯადოსნური კარები გახსნა“.

deva

სიყვარულსა და ოჯახზე საუბრისას დევა გულწრფელად აღიარებს, რომ მშობლებისგან მთავარი გაკვეთილი მიიღო - გიყვარდეს - უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უყვარდე. მამის, ვენსან კასელისგან მიღებულ რჩევებს შორის კი ყველაზე მეტად ეს დაამახსოვრდა: „გაერთე. და თუ პრობლემა გექნება, დამირეკე“.

ტრანსფორმაცია: დღის მკაცრი ესთეტიკიდან საღამის ელეგანტურობამდე

ფილმის საღამოს პრემიერისთვის დევამ პარკო დელა მუზიკას აუდიტორიუმის წითელ ხალიჩაზე სრულიად განსხვავებული, თეატრალური ხიბლითა და გოთური რომანტიკით გაჯერებული იმიჯი მოირგო. თუ დღის პერფორმანსი სარეპეტიციო დარბაზის სიწმინდესა და მკაცრ დისციპლინას აღწერდა, საღამოს პრემიერაზე მსახიობი დროისა და სივრცის მიღმა არსებული სიყვარულის ისტორიის განსახიერებად იქცა.

  • ახალი ეპოქის თილისმა და მსოფლიოს ახალი ვარსკვლავი - დევა კასელის მორიგი კინოაღიარება

deva

საღამოსთვის შერჩეული კაბა შავი ფერის, მბზინავი დეტალებით მოფენილი შედევრი იყო, რომელიც ფოტოგრაფების თითოეულ შუქს ვარსკვლავებით მოფენილი ცის ან პარიზის ოპერის სარდაფის მუქი, მოციმციმე წყლების მსგავსად ირეკლავდა. სამოსის გეომეტრიული ყელი და თხელი მხრები მსახიობის დახვეწილ ფიგურას უსვამდა ხაზს, ხოლო ასიმეტრიული დრაპირება და მცირე შლეიფი მოძრაობას დინამიკას მატებდა. 

deva

  • ამბავი ერთი ფოტოს მიღმა: ამაყი დედა და ბელუჩი-კასელის ახალი ეპოქა

მაღალი მოდიდან დიდ კინოში

იტალიურ-ფრანგული წარმოშობის მსახიობი და მოდელი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ მაღალი მოდის ინდუსტრიიდან მიიპყრო, დღეს წარმატებით აგრძელებს კინოკარიერას. Dolce & Gabbana-სა და Christian Dior-ის სარეკლამო კამპანიებისა და ისეთი ავტორიტეტული გამოცემების ყდების შემდეგ, როგორიცაა L'Officiel, Numéro და Harper's Bazaar, დევამ წარმატებული ნაბიჯები გადადგა კინოს მიმართულებითაც - მათ შორის Netflix-ის ისტორიულ სერიალში „ლეოპარდი“ (The Leopard) მონაწილეობით.

ფილმ „უკვდავი სიყვარულის“ მთავარი როლი მისთვის გარდამტეხი ეტაპია, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს მის პოზიციას ევროპული კინოს ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ვარსკვლავების რიგებში.