სილამაზის აღქმა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და თავის მოვლის რუტინა - როგორია ნანიკო კლდიაშვილის რუტინა - Marao

სილამაზის აღქმა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და თავის მოვლის რუტინა - როგორია ნანიკო კლდიაშვილის რუტინა

2026-11-13 13:11:56+04:00

ნანიკო კლდიაშვილს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. მის მიმართ საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებულად მას შემდეგ გაიზარდა, რაც იგი მაკა ასათიანის ვაჟის, კახა ჟორდანიას მეუღლე გახდა. პროფესიით მოდელმა და მარკეტინგის სპეციალისტმა თეონა თავართქილაძის რუბრიკაში საკუთარ მსოფლმხედველობაზე, სილამაზის აღქმასა და თავის მოვლის ყოველდღიურ ჩვევებზე ისაუბრა.

ნანიკოსთვის სილამაზე კონკრეტულ სტანდარტებსა და ჩარჩოებს სცდება. მისი თქმით, ეს არის განცდა, რომელიც ადამიანში სიღრმისეულ ემოციებს აღვიძებს.

"არ არსებობს ჩარჩო ან ჭეშმარიტება, რომელიც ზუსტად გადმოსცემს, თუ რა არის სილამაზე. თუმცა ყველაფერი, რაც ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს, თვალსა და მზერას აჩერებს, დაგაფიქრებს და რაღაცას გაგახსენებს, ალბათ, სწორედ ეს არის სილამაზე.

ჩემი დილის რუტინა თბილი წყლით იწყება - დაახლოებით ნახევარ ლიტრ თბილ წყალს ვსვამ. იმ პერიოდში, როდესაც დეტოქსს ვუთმობ დროს, ხშირად ვაშლის ძმარსაც ვსვამ, რასაც ვარჯიში მოსდევს. ჩემი ფიზიკური აქტივობა საკმაოდ მრავალფეროვანია: დავდივარ იოგაზე, გოჯურიაზე და ჯირითზე.

მოვიტყუები, რომ ვთქვა, თავის მოვლას დიდ დროს ვუთმობ-მეთქი, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად დავიწყე სახის დაბანა, ტონირება, შრატისა და დამატენიანებლის გამოყენება" - ამბობს ნანიკო.

naniko-kldiashvili

  • „საღამოს 8 საათზე სახლი უფრო ხმაურიანი ხდება, მაგრამ უფრო ბედნიერიც...“ - ნანიკო კლდიაშვილის იშვიათი ინტერვიუ 

ნანიკო კლდიაშვილის და კახი ჟორდანიას ოჯახი

მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა. გარდა ამისა, უძღვება ჯანსაღი ტკბილეულის წარმოების ბიზნესს, რაც ახლა მისი მთავარი საქმიანობაა. 

წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. ლეა, ცნობილი ოჯახის მსგავსად, უკვე პოპულარული ბავშვია და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. მეორე შვილი, ლეო კი წყვილს სულ ცოტა ხნის წინ შეეძინა. 

ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლის დე­დას, მაკა იო­სე­ლი­ანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ქალი წლე­ბია, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტ "ჯი­პას“ რექ­ტო­რია. უნი­ვე­რსი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბამ­დე კი მუ­შა­ობ­და დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. მა­კას, ნა­ნი­კოს გარ­და, კი­დევ ერთი გო­გო­ნა ჰყავს - ლი­კუ­ნა კლდი­აშ­ვი­ლი.

ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლის დე­დას, მაკა იო­სე­ლი­ანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ქალი წლე­ბია, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტ "ჯი­პას“ რექ­ტო­რია. უნი­ვე­რსი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბამ­დე კი მუ­შა­ობ­და დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. მა­კას, ნა­ნი­კოს გარ­და, კი­დევ ერთი გო­გო­ნა ჰყავს - ლი­კუ­ნა კლდი­აშ­ვი­ლი.

naniko-kldiashvili

  • ლეა სულ უფრო ემსგავსება ბებიას - მაკა ასათიანის რძალი, ნანიკო კლდიაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ახალ კადრებს აქვეყნებს 

ამ­ბობს, რომ ეს იყო მისი ოც­ნე­ბა, ოღონდ ჰო­ბის დო­ნე­ზე... ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ ფიქ­რობ­და, რომ კუ­ლი­ნა­რი­ას პრო­ფე­სი­უ­ლად და­ე­უფ­ლე­ბო­და. დი­ლის 6-დან ღა­მის 10 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და. ნა­ნი­კოს თქმით, ბევ­რჯერ უტი­რია და იქა­უ­რო­ბის მი­ტო­ვე­ბა­ზეც ფიქ­რობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სერ­ტი­ფი­კა­ტი მა­ინც აიღო. ნა­ნი­კომ შემ­დეგ პრო­ფე­სი­ად ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გია აირ­ჩია და სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. ახა­ლ პრო­ფე­სი­ას კი ახალ ბიზ­ნესპრო­ექ­ტში იყე­ნებს.

მისი ცხოვ­რე­ბა ორად იყო­ფა, კა­ხიმ­დე და კა­ხის გაც­ნო­ბის შემ­დეგ... შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ კი ამ­ბობს, რომ სა­კუ­თარ თავ­ში ახალ-ახალ შეგ­რძნე­ბებს პო­უ­ლობს. ყო­ველ­თვის სა­ათს უყუ­რებს, რო­დის მივა და დროს ლე­ას­თან გა­ა­ტა­რებს... კახი ჟორ­და­ნი­ას ოჯახს ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თი ახ­ლოს სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნეს. მალე იქორ­წი­ნეს. პა­ტარ­ძალს ქორ­წილ­ში ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის კაბა ეცვა. ამ­ბობს, რომ ეს დღე მის­თვის და მისი მე­გობ­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბად რჩე­ბა.

კახი კი პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან იმ­დე­ნად ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნად იქცა, რომ ლო­გი­კუ­რი იყო, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

"კახი ბიზ­ნეს­მე­ნია და მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად გვი­წევს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ზო­გა­დად, საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ლე­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყვე­ლა პრინ­ცი­პი მა­ვი­წყდე­ბა. მისი აღ­ზრდის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი არ გა­მაჩ­ნია. მინ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­დოს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ენერ­გი­უ­ლი ბავ­შვია, ახერ­ხებს, რომ ყვე­ლამ მის გარ­შე­მო იტ­რი­ა­ლოს", - ამ­ბობს ნა­ნი­კო ინ­ტერ­ვი­უ­ში.