ქართველი მოდელი ნასტასია ლეგრანი The Travel Almanac-ის ყურადღების ცენტრშია: საერთაშორისო აღიარების ახალი ეტაპი - Marao

ქართველი მოდელი ნასტასია ლეგრანი The Travel Almanac-ის ყურადღების ცენტრშია: საერთაშორისო აღიარების ახალი ეტაპი

2026-11-09 10:12:42+04:00

ქართველი მოდელი ნასტასია ლეგრანი, რომელმაც ბოლო წლებში მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ყურადღება არაერთხელ მიიპყრო, ახალ წარმატებას აღნიშნავს. ამჯერად ახალგაზრდა მოდელი ცნობილი საერთაშორისო გამოცემის, The Travel Almanac-ის ობიექტივში მოექცა, სადაც მისთვის დამახასიათებელი დახვეწილი სტილითა და გამორჩეული ქარიზმით წარდგა.

The Travel Almanac არის ავტორიტეტული გამოცემა, რომელიც მოგზაურობის, ხელოვნების, მოდისა და თანამედროვე კულტურის სინთეზს სთავაზობს მკითხველს. ჟურნალის ობიექტივში მოხვედრა მხოლოდ ვიზუალურ მიმზიდველობას არ უკავშირდება - ის ხშირად ხაზს უსვამს ინდივიდუალიზმს, ესთეტიკასა და თანამედროვე ხელოვნების აღქმას, რაც ნასტასია ლეგრანის ნამუშევრებში ყოველთვის ნათლად ჩანს.

nastasia-legran

nastasia-legran

nastasia-legran

nastasia-legran

nastasia-legran

  • მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ეპიცენტრში: ნასტასია ლეგრანის შთამბეჭდავი პარიზული სეზონი 

ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის წარმატების გზა

ნასტასია ლეგრანი ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტელეწამყვანის, ოლგა ბაბლუანისა და ასევე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, მსახიობის, მწერლისა და სცენარისტის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილია. მისი დედა, ოლგა ბაბლუანი ასევე საქართველოში ცნობილი ტელეწამყვანია. ნასტასია ლეგრანი 20 წლისაა, თუმცა უკვე მოახერხა სამოდელო სფეროში საკუთარი სიტყვის თქმა და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ის, მატილდა გვარლიანის კვალდაკვალ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მოდელია, რომლის კარიერული მიღწევებითაც თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ. 

odels.com-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მოდელი, ნასტასია ლეგრანმა კარიერა პარიზში,  Women Management Paris-დან დაიწყო. თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან, როგორიცაა Women Management Milan. ნასტასია ლეგრანი გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა, Alaïa (S/F2025 Show), Courreges (F/W 25 Show), Dries Van Noten (F/W 25 Show), Chloe (F/W 25 Show), Schiaparelli (F/W 25 Show), Louis Vuitton (F/W 25 Show), Chanel (F/W 25 Show) და სხვ.

  • ლიზა კობერიძემ პარიზის მოდის კვირეულზე Georges Hobeika-ს კოლექცია წარადგინა: ახალგაზრდა მოდელის გზა წარმატებისკენ 

ნასტასია საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობს, იქ სწავლობს და საქმიანობს, თუმცა დედასთან და დასთან ერთად ხშირად სტუმრობს საქართველოსაც. მისი დედა, ოლგა ბაბლუანი ამბობდა, რომ სურს, მის შვილებს ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ: 

„ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩემს შვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჰქონ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა და არ და­კარ­გონ. ახლა სამი კვი­რით ვი­ყა­ვი პა­რიზ­ში წა­სუ­ლი და რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, ისე მეჩ­ქა­რე­ბო­და ჩა­მოს­ვლა, რომ ერთი სული მქონ­და, რო­დის ჩავ­ჯდე­ბო­დი თვითმფრი­ნავ­ში და ოთხ სა­ათ­ში თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი შვი­ლე­ბის უფ­როა პა­რი­ზი, ნამ­დვი­ლი ფრან­გე­ბი არი­ან.

ნასტასია, მიუხედავად იმისა, რომ კარიერულად სულ უფრო ვითარდება, სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა და საკუთარ ფოტოებს იშვიათად აზიარებს. ინსტაგრამზე მხოლოდ სამიათასამდე გამომწერი ჰყავს და ცხოვრების მშვიდ სტილს ირჩევს.