მშვენიერი დედა და ულამაზესი ოჯახი: მატილდა გვარლიანის მთავარი გულშემატკივრები და ოჯახური კადრები - Marao

მშვენიერი დედა და ულამაზესი ოჯახი: მატილდა გვარლიანის მთავარი გულშემატკივრები და ოჯახური კადრები

2026-10-26 11:16:20+04:00

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი Victoria's Secret Fashion Show-ზე წელს უკვე მესამედ ვიხილეთ, ინტერესი მისი კარიერისა და პერსონის მიმართ, რა თქმა უნდა, გაორმაგდა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ყველა ქართველი თანხმდება - მატილდა გვარლიანი ჩვენი ქვეყნის ღირსეული, საამაყო წარმომადგენელია მსოფლიო სცენაზე. მისი გარეგნობა, სილამაზე და ქარიზმა შეუმჩნეველი არავის რჩება, თუმცა აუცილებლად აღსანიშნია მისი თავმდაბალი, ზომიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ბუნება. 

  • "ეს ჩემი ოცნებაა" - რას წერს მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის შოუს შემდეგ

 „Victoria’s secret-ის შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, რომ გვიანობამდე არ დამეძინა. შოუს დროს დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და თითქოს ერთ-ერთი ვიყავი ამ გოგონებიდან“, - ამბობდა მატილდა ერთ-ერთ ინტერვიუში. დედა და, ზოგადად, ოჯახი, მოდელისთვის დიდი მოტივაციაა. მნიშვნელოვან შოუებზე კი მატილდას გვერდით ხშირად ნახავთ სწორედ დედას. 

matilda

ვინ არის მატილდა გვარლიანის დედა?

მშვენიერი ქართველი მოდელი ოჯახურ კადრებს საკუთარ გვერდზე დროდადრო აზიარებს. საზოგადოება უკვე კარგად იცნობს მის უფროს ძმას, დავით გვარლიანს, რომელიც ძალიან ჰგავს პოპულარულ დას. დავითი სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის, არ აქვეყნებს არც საკუთარ ფოტოებს, თუმცა ცნობილია, რომ და-ძმას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. მატილდა ამბობდა, რომ გარდა გარეგნული მსგავსებისა, ისინი ხასიათითაც ჰგვანან ერთმანეთს. 

  • „არასოდეს შეწყვიტო ბრწყინვალება“ - რას წერს მატილდა გვარლიანის შესახებ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი

მატილდას ასევე ჰყავს უმცროსი და, სესილი გვარლიანი, რომელიც ასევე ძალიან ჰგავს უფროს დას. სესილი ჯერ სკოლის მოსწავლეა, თუმცა სამოდელო სფეროში მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სესილი ფერადი და მხიარული გოგოა, უყვარს ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა და მის ფოტოებს ხშირად ნახავთ მშობლების სოციალურ ქსელებში. 

მატილდა გვარლიანის მამა გოგა გვარლიანია, რომელიც შვილის ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ის ხშირად სტუმრობს მატილდას საზღვარგარეთაც და მათ ერთობლივ ფოტოებზე შეუძლებელია არ შენიშნოთ საოცარი მსგავსება მამა-შვილს შორის. 

  • ოლგა ბაბლუანი ოჯახზე, მშობლებსა და ბავშვობის ზღაპრულ წლებზე - "ძირითადად მაინც „თემურლენდში“ ვცხოვრობდით"

მატილდა გვარლიანის დედა დალი ჯაფარიძეა - მატილდას ცხოვრების მთავარი ქალი. მოდელს არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ სწორედ დედის ქუსლიან ფეხსაცმელს იცვამდა, როცა პატარა იყო და ასე წარმოდგენა საკუთარ თავს დიდ სცენაზე. დედის ფეხსაცმლით დაწყებული ოცნება კი სწორედ დედასთან ერთად იქცა რეალობად - დალი ჯაფარიძე ქალიშვილის გვერდითაა ყოველთვის - ცხოვრებისა თუ კარიერის მნიშვნელოვან მომენტებში. 

სწორედ დედასთან და ძმასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს მატილდა გვარლიანი Victoria's Secret Fashion Show-ის შემდეგ. 

matilda