"რატომ დამემართა ეს ან ამ დონემდე რატომ მივედი, არ ვიცი“ - მაკა ძაგანია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ - Marao

"რატომ დამემართა ეს ან ამ დონემდე რატომ მივედი, არ ვიცი“ - მაკა ძაგანია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ

2026-10-27 11:27:38+04:00

მსახიობი მაკა ძაგანია კოტე მათითაშვილის გადაცემა „კოტკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მაყურებელს საკუთარი ცხოვრების ემოციური და საკმაოდ რთული ეტაპი გაუზიარა. გადაცემაში მან ღიად ისაუბრა გადაწვასა და იმ პანიკურ შეტევებზე, რომლებმაც მისი ყოველდღიურობა საგრძნობლად შეცვალა. ამასთან გადაცემაში მაკამ კვების ჩვევებსა და ცხოვრების წესზეც ისაუბრა.

maka-dzagania

  • „ამ თემაზე არცერთ ინტერვიუში არ მილაპარაკია... თუ გასაჩენია, გაჩნდებაო“ - მაკა ძაგანია ორსულობის მძიმე პერიოდზე 

მაკა ძაგანიას ინტერვიუ

 - ვერასდროს ვისწავლე კალორიების დათვლა. დღემდე არ ვიცი, რა არის ნახშირწყლები და ცილები. ახლა უკვე ნელ-ნელა ვერკვევი ამ საკითხში. ალბათ უფრო გემრიელად ვიკვებებით, ვიდრე  ჯანსაღად. თუმცა მიმაჩნია, რომ ხაჭაპურიც ჯანსაღია, როდესაც მას მეზობლის ამოყვანილი ყველისგან ამზადებ, რომელიც იცი, რომ სუფთა რძისგანაა გაკეთებული.

  • "2008 წელს გავიცანი, ჩემი სტუდენტი იყო გიგა... 8-წლიანი სხვაობა ცოტა ხომ არ არის?!" - გიგა ცერცვაძე და მაკა ძაგანია ოჯახურ იდილიაზე 

ყველაზე მეტად ვაზში ყოფნა მამშვიდებს. ვერასდროს ვხვდებოდი, რა იყო შფოთვითი აშლილობა და პანიკური შეტევები. ბაბუა რომ გარდამეცვალა, თან რთული პერიოდი დამემთხვა - ყველა სპექტაკლი გაყიდული იყო და პანაშვიდიდან პირდაპირ იქ მიწევდა მისვლა. ამ გადარბენების გამო გადავიწვი. ერთხელაც, სპექტაკლის სათამაშოდ მივედი, წნევამ ამიწია და წავიქეცი. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ თურმე ეს არის და ჩემთანაც მოვიდა. საკმაოდ დიდხანს ვიბრძოლეთ. არანაირი ძლიერი დამამშვიდებელი არ მიმიღია, მხოლოდ მარტივ, ბალახეულ საშუალებებს ვიღებდი. მას შემდეგ სულ ვიბრძვით, ხან ის არის გამარჯვებული, ხან მე. როგორც ჩანს, ერთხელ რომ მოგადგება, მერე რთულია ამის კონტროლი. წნევის შიში მაქვს. ვფიქრობ, არ ამიწიოს და გაჟონვა არ დამემართოს. რატომ დამემართა ეს ან ამ დონემდე რატომ მივედი, არ ვიცი. ფსიქოთერაპია არ მიცდია, თუმცა საკუთარ თავთან ყველაფერი გააზრებული მაქვს და ვიცი, რაში მაქვს პრობლემები. ტვინი სხვანაირადაა მოწყობილი. ბოლოს ექიმთან რომ ვიყავი, მითხრა, წნევა აღარ გაიზომოო, რადგან გაზომვის შიში ისე მაშინებს, რომ ამ დროს წნევა მართლაც მიწევს. სასწრაფოც გამოვიძახე და მათაც იგივე მითხრეს. კარდიოგრამა გადავიღე და ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი იდეალურად მქონდა, მაგრამ მე ამ დროს ვფიქრობდი, ხომ არ მატყუებდა.

ვაზში რომ ჩავდივარ, იქ ნელ-ნელა ვგრძნობ, როგორ მეშვება ყველაფერი. უცებ ბურუსიდან გამოვდივარ და ეს ძალიან მამშვიდებს.