"არ ვიცი რამ გამაძლებინა აქამდე უშენოდ" - ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა - Marao

"არ ვიცი, რამ გამაძლებინა აქამდე უშენოდ" - ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

2026-10-27 11:26:07+04:00

ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მეუღლეს, რომელთანაც წლების განმავლობაში ბედნიერი თანაცხოვრება აკავშირებდა.

ლაშა ბასლანძე გასულ წელს, იტალიაში ყოფნისას, გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი იტალიაში ქალიშვილთან, ელენესთან იმყოფებოდა. 

მეუღლის გარდაცვალებიდან 1 წლის თავზე სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს:

"არ ვიცი რამ გამაძლებინა აქამდე უშენოდ. ერთი წელია შენი ხმა აღარ გამიგონია, წახვედი და აღარ დამიბრუნდი… მენატრები ძალიან ჩემო სუპერძალებიანო ლაშიკო, ისე მენატრები ადგილს ვერ ვპოულობ… ვერც სიტყვებს… უბრალოდ შენი ჩახუტება მინდა" - წერს სალომე ბაკურაძე.

lasha-baslandze

lasha-baslandze

  • „ვჩქარობდი, სანტი სახლიდან გამეშვა, რომ მერე დამმართოდა ყველაფერი“ - სალომე ბაკურაძის პირველი ინტერვიუ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 

სალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე

2025 წლის 27 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე, ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ლაშა ბასლანძე უფროს შვილთან, ელენე ბასლანძესთან ერთად იტალიაში გაემგზავრა. მან სოციალურ ქსელში მოგზაურობის არაერთი კადრი გააზიარა. 

ბასლანძე მუსიკალური პროდიუსერი და სამი კომპანიის, რესტორანი "ქვევრის“, „ქვევრი ბათუმისა“ და „ბრენდბუქის“ ხელმძღვანელი იყო. 

ლაშა ბასლანძე დაიბადა სოხუმში, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი თბილისში გაატარა. ის 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჰყავს მშობლები და ძმა. ლაშა ბასლანძეს დარჩა მეუღლე, მომღერალი სალომე ბაკურაძე და ორი შვილი სანტი ბასლანძე და ელენე ბასლანძე. ელენე მას პირველ ქორწინებაში შეეძინა.

სალომე ბაკურაძემ და ლაშა ბასლანძემ 2015 წელს იქორწინეს. მათი სიყვარულის ამბავი ქობულეთში დაიწყო და ქორწინებით დაგვირგვინდა. წყვილს ერთი შვილი, სანტი შეეძინა. 

  • სალომე ბაკურაძე მეუღლეზე, ტრაგედიის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებასა და შვილზე: "ხშირად მიფიქრია ამაზე, თუ რას მეტყოდა ლაშა..." 

salome-bakuradze

  • „გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება..." - სალომე ბაკურაძე მეუღლესთან ერთად გატარებულ წლებზე, ოჯახსა და სიყვარულზე 

„უკვე, მეათე წელია, რაც მე და ლაშა ცოლ-ქმარი ვართ. სულ მახსოვს მასთან პირველი შეხვედრა და არასოდეს დამავიწყდება. ცხოვრება ხომ საინტერესო მომენტებისგან და ემოციებისგან შედგება, ჰოდა, მე ვცდილობ, ის მომენტი ხშირად გავიხსენო, დავიჭირო და სულ მახსოვდეს. ეს ის შეხვედრა იყო, როცა მივხვდი, ვისაც ვეძებდი, მას შევხვდი. 

არც ლაშას უჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია და არც მე. ძალიან სწრაფად დავმეგობრდით და გავხდით ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანები. თავიდანვე მზრუნველობით, სილაღით, იუმორითა და თავისუფლებით გამოირჩეოდა. მასში ბევრი დადებითი ემოცია და კომფორტი დავიჭირე. მივხვდი, მისი სახით, განსხვავებულად კარგი ადამიანი ვიპოვე. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და ულამაზესი დღეები გვაქვს გატარებული მეგობრობისა და მერე, შეყვარებულობის პერიოდში, აღარაფერი რომ არ ვთქვა დაქორწინების შემდეგ წლებზე. 

მეუღლისთვის მიძღვნილი სიმღერა, 10-წლიანი ქორწინება და ოჯახი: სალომე ბაკურაძის ამბავი, რა თქმა უნდა, ქმართან დათმობაზეც ხშირად წავსულვარ და ამის აღიარების არ მრცხვენია. ლაშაც წასულა დათმობაზე. თუ რომელიმემ არ დათმო, წყვილს შორის რქებით შეჯახებას კარგი არაფერი მოაქვს. 

ამა თუ იმ თემაზე მე და ლაშას განსხვავებული შეხედულება გვაქვს, მაგრამ ეს არასოდეს გამხდარა ჩვენ შორის კამათის მიზეზი. ჩვენ ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. რასაკვირველია, ყველა ოჯახში დგება კრიზისული მომენტი, ჩვენც გავიარეთ ეს, მაგრამ ეს ყველა წყვილს შორისაა. თუ ადამიანი გიყვარს, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია სურვილი ორივეს მხრიდან”, - ამბობდა სალომე ბაკურაძე 2024 წელს ჩაწერილ ინტერვიუში.