სალომე დოლიძის გლობალური ტრიუმფი- ვინ არის გოგო, რომელიც ჰარი სტაილსის ახალ კლიპში გამოჩნდა - Marao

სალომე დოლიძის გლობალური ტრიუმფი- ვინ არის გოგო, რომელიც ჰარი სტაილსის ახალ კლიპში გამოჩნდა

2026-10-29 11:46:25+04:00

ქართველი არტისტების საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე დაემატა. ქართველი მომღერალი სალომე დოლიძე მსოფლიო  ვარსკვლავის, ჰარი სტაილსის ახალ მუსიკალურ ვიდეოში "Coming Up Roses" გამოჩნდა.

სალომე, რომელიც თავადაც მუსიკალურ სფეროში საქმიანობს და საკუთარი ორიგინალური შემოქმედებით გამოირჩევა, ამ დიდი პროექტის ნაწილი გახდა. მან ემოციები და შთაბეჭდილებები სოციალურ ქსელში გამომწერებს უკვე გაუზიარა და კლიპიდან რამდენიმე კადრიც გამოაქვეყნა:

"ჰარი სტაილსის მუსიკალური ვიდეო! მიყვარხართ ყველა! მადლობა ამ განსაკუთრებული მოგონებისთვის!" - წერს სალომე.

მსოფლიო ვარსკვლავების მასშტაბურ პროექტებში ქართველი ხელოვანების გამოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ნიჭსა და პოტენციალს საერთაშორისო დონეზე.

salome-dolidze

salome-dolidze

salome-dolidze

salome-dolidze

  • „ასაკმა მომცა შინაგანი თავისუფლება“ - ქართველი მოდელი, რომელმაც 57 წლის ასაკში ახალი ცხოვრება დაიწყო 

რას ნიშნავს ეს წარმატება და ვინ არის ჰარი სტაილსი?

ჰარი სტაილსი დღეს თანამედროვე პოპ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და კომერციულად წარმატებული არტისტია. ლეგენდარული ბოიბენდის, One Direction-ის ყოფილი წევრი სოლო კარიერაში მეგა-ვარსკვლავად იქცა, მოპოვებული აქვს უმაღლესი მუსიკალური ჯილდოები, მათ შორის Grammy-ის "წლის ალბომის" ტიტული, მისი ჰიტები (მაგალითად, "As It Was") მილიარდობით სტრიმინგს აგროვებს, ხოლო მსოფლიო ტურნეები სრულად გაყიდული სტადიონებით გამოირჩევა. ამასთან, ის მოდის სახლ Gucci-ს მთავარი სახე და ჰოლივუდის მსახიობია.

  • თაკო ნაცვლიშვილი ჯეიმს ჰარვი-კელის ობიექტივში: ქართველი მოდელის ახალი ფოტოები 

ასეთი მასშტაბის ვარსკვლავის ვიდეორგოლში მოხვედრა უმკაცრესი საერთაშორისო ქასთინგის გავლით ხდება, სადაც მსოფლიოს წამყვანი რეჟისორები და პროდიუსერები მუშაობენ. ქართველი არტისტისთვის ეს არ არის მხოლოდ დიდი აღიარება, ეს არის გლობალური ცნობადობა მილიონობით მაყურებლის წინაშე და უდიდესი ნაბიჯი საერთაშორისო ინდუსტრიაში ახალი პროფესიული კარის გასახსნელად.