მომღერალმა მარიკა თხელიძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რამაც მას, ნინი ქარსელაძესა და თიკა ჯამბურიას შორის მრავალწლიანი ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვია.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, მათი დაახლოება თავის დროზე საერთო საქმიანობასა და სცენას უკავშირდებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მათი შეხედულებები შეიცვალა.
"ვისაც ბავშვობის მეგობრად მივიჩნევდი, ყველა გვერდით მყავს. მე, ნინი და თიკა სცენამ დაგვაკავშირა, ისე მოხდა, რომ ჩვენი აზრები გაიყო, სხვადასხვა მსოფლმხედველობა ჩამოგვიყალიბდა, ცხოვრების მიმართ სხვადასხვა შეხედულება გვაქვს. მე არ ვამბობ, რომ რომელიმე ცუდი ვართ, უბრალოდ, შეხედულებები გაიყო და შესაბამისად, მოხდა ისე, როგორც მოხდა, მე ჩემს გზაზე ვარ, ნინი და თიკა – თავისაზე. რა თქმა უნდა, მათ მხოლოდ სიკეთეს, ბედნიერებას, განვითარებას, პიროვნულ ზრდასა და ყველაფერ კარგს ვუსურვებ," - ამბობს მარიკა თხელიძე.

მაშინ და ახლა - ბავშვობის მეგობრების, ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის ამბავი
რა მოხდა მეგობრებს შორის
ქართულ შოუბიზნესში ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის სავარაუდო დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ხმებს თავად მომღერლები გამოეხმაურნენ. გადაცემა „სარკასტიკას“ ეთერში მათ ღიად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად მათ ურთიერთობაში.
ნინი ქარსელაძის კომენტარი ნინი ქარსელაძემ გადაცემის წამყვანებთან საუბრისას ყოველგვარი კონფლიქტი კატეგორიულად უარყო. მომღერალმა აღნიშნა, რომ აღარ ეკონტაქტებიან ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.
"მსგავსი არაფერი მომხდარა, არანაირი დაპირისპირება, არანაირი ჩხუბი, რაც ასაკი გემატება, მე მგონი, ადამიანი ცოტა სხვა იმაში გადადიხარ რომ არავისთან ჩხუბი არ არის აუცილებელი , შეგიძლია რომ გაატარო და დაზოგო ენერგიები.
აღარ გვაქვს კონტაქტი, აღარ ვმეგობრობთ ცოტა ისეთი ნათქვამია… მართლა არაფერი მომხდარა, ხათუნას ჯანმრთელობას გეფიცებით და თუ რამე მოხდა უბრალოდ მე არ ვიცი, ინსტაგრამიდან მე არ წამიშლია.
მე მგონი მარიკასთან უნდა გადაამოწმოთ ეგ ყველაფერი, რადგან მართლა არაფერი ვიცი" - ამბობს ნინი. განაგრძეთ კითხვა