კამერებს მიღმა და პოდიუმზე: მატილდა გვარლიანის წარმატების ახალი ეტაპი და ამ სეზონის დასამახსოვრებელი კადრები - Marao

კამერებს მიღმა და პოდიუმზე: მატილდა გვარლიანის წარმატების ახალი ეტაპი და ამ სეზონის დასამახსოვრებელი კადრები

2026-10-29 17:49:05+04:00

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს და თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სახედ ითვლება. მისი წარმატებული კარიერა მსოფლიოს წამყვან მოდის ქალაქებსა და პრესტიჟულ პოდიუმებს მოიცავს - მან არაერთი გავლენიანი მოდის სახლის ჩვენება გახსნა თუ დახურა და ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიების მთავარი სახე გახდა.

ცოტა ხნის წინ მატილდამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გააზიარა, რომლებმაც გამომწერებისა და მოდის მოყვარულების მხრიდან  უამრავი მოწონება დაიმსახურა. როგორი იყო მატილდასთვის გასული სეზონი - პოდიუმზე და პოდიუმს მიღმა:

matilda-gvarliani

matilda-gvarliani

matilda-gvarliani

matilda-gvarliani

matilda-gvarliani

matilda-gvarliani

  • მატილდა გვარლიანი Vogue World-ის პოდიუმზე: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთაშორისო კარიერაში 

მატილდა გვარლიანი

14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.  

"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა გვარლიანი.

15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.

პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.

  • მილიონიანი ქონება და ჰონორარები Victoria's Secret-ში: რამდენს გამოიმუშავებენ მოდელები და რა არის მატილდა გვარლიანის ანაზღაურება 

mathilda-gvarliani

  • „არასოდეს შეწყვიტო ბრწყინვალება“ - რას წერს მატილდა გვარლიანის შესახებ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი 

2024 წელი მატილდა გვარლიანისთვის ისტორიული აღმოჩნდა. იგი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის ლეგენდარულ შოუზე გაიარა. ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სტატუსი მოდის ინდუსტრიის უმაღლეს ლიგაში.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.

მატილდამ კარიერის განმავლობაში ითანამშრომლა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა:  Gucci, Chanel, Dolce & Gabbana, Louis Vuitton, Fendi, Fendi და სხვ.