ულამაზესი "გოგიჩები" - ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილების ოჯახური კადრები - Marao

ულამაზესი "გოგიჩები" - ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილების ოჯახური კადრები

2026-10-30 10:36:05+04:00

ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები ქართულ მედიასა და სოციალურ სივრცეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი ტელეწამყვანისა და მსახიობის, გიორგი გოგიჩაიშვილისა (გოგიჩა) და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის ოჯახი საზოგადოებას ყოველთვის გამორჩეულად უყვარდა, დების წარმატება და აქტიურობა კი ამ სიყვარულს კიდევ უფრო ამყარებს.

მოდელებმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მორიგი სახალისო ვიდეო გააზიარეს, რომელმაც გამომწერების ყურადღება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

debi-gogichaishvilebi

  • "მზედ გადაგაქციე და ასე გეთამაშები ახლა" - ნათია ბანძელაძესა და გიორგი გოგიჩაიშვილს ქორწინების 37 წელი შეუსრულდათ

ნინი გოგიჩაიშვილი

ნინი გოგიჩაიშვილი1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა "მის საქართველო". წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2019".

"ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია...

არასდროს მომიტყუებია მშობლები, ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველთვის მიტოვებდნენ არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებაა, რომ არ გაჰყვე დედ-მამის კვალს, თუკი არ გაინტერესებს და აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს", - ამბობდა ნინი წლების წინ.

დღეს ის დუბაიში ცხოვრობს. სამოდელო სფეროდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და იქ საკუთარ გადაცემას "Nini's Diary" უძღვება. "Nini's Diary - "ნინის დღიური" არის სატელევიზიო პროექტი. დუბაიში ძვირადღირებული ცხოვრების შესახებ ჩვენი ზღაპრული ტელეწამყვანის, "მის საქართველოს" - ნინი გოგიჩაიშვილის თვალით" - ვკითხულობთ მის აღწერაში.  

nini-gogichaiashvili

  • ქართული სილამაზე ფრანგულ რივიერაზე: "მის საქართველო" ნინი გოგიჩაიშვილის რომანტიკული კადრები სენ-ტროპედან 

ნანუკა გოგიჩაიშვილი

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბავშვობიდან პოპულარობით სარგებლობდა, რაც მისი ოჯახით იყო განპირობებული. ბებია და ბაბუა მსახიობები, იოსებ გოგიჩაიშვილი და ნანა დათუნაშვილი არიან, დედა და მამა კი - გიორგი გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძე. 

ნანუკას წარმატებულ კარიერასთან ერთად ბედნიერი ოჯახი აქვს - მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფიაა. წყვილს ორი ქალიშვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავს. 

„ცოლობაზე დავთანხმდი ჩემი ოცნების მამაკაცს“, - წერდა ნანუკა 2019 წელს. ნიკა ნაყოფია ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. ნიკასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე იყო. 

ნანუკამ და ნიკოლოზმა 2020 წლის 19 სექტემბერს კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. წყვილი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, ახლა კი დროებით საქართველოში დაბრუნდა. 

  • "მომწონს დედობა და ის, რაც მე და ჩემს მეუღლეს შვილებმა შეგვიქმნეს" - როგორ იქცა ნანუკა გოგიჩაიშვილის ყოველდღიურობა შვილებთან ერთად ახალ იუთუბ შოუდ 

nanuka-gogichaishvili

ნანუკა 2015 წელს "ვიცე-მის საქართველო" გახდა. ის დაოჯახების შემდეგ სამოდელო კარიერას ჩამოშორდა და ბიზნესში გადაინაცვლა. მან შექმნა სამკაულების ბრენდი "aquabynanuka". 

"aquabynanuka ყოველთვის იყო ჩემთვის ღრმად პირადი მოგზაურობა და ამ კოლექციის თქვენთვის გაზიარება ამაღელვებელია. თითოეული მათგანი ასახავს ჩემი სულის ნაწილს და ვიმედოვნებ, რომ ის ისეთივე სასიამოვნოა თქვენთვის, როგორც ჩემთვის", - წერდა ნანუკა.

ნანუკა გოგიჩაიშვილმა ძალები მხატვრობაშიც მოსინჯა და რამდენიმე პერსონალური გამოფენაც გააკეთა. ახლა კი, როცა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა, სულ ახალ წამოწყებას მოჰკიდა ხელი - ნანუკა ბებიასთან, ნანა დათუნაშვილთან და შვილებთან ერთად მოკლე საბავშვო ვიდეოებს ქმნის, საიდანაც დედებსა და შვილებს ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღება, გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება შეუძლიათ.