„60 კი არა, 50 პლუსიც კარგია, 60 პლუსიც კარგია და მეტსაც გეტყვით, 70 პლუსიც გადასარევი ყოფილა. იცით რა, თავისუფლების ხარისხი მატულობს. თუ კარგად ხარ ფიზიკურად, მე სულ ვამბობ, არ მაქვს რაღაცა მიზანი, რომ აჰ, 100 წელი ვიცოცხლო,სანამ ვარ, ვიყო, ვიყო ისე, როგორც ახლა ვარ და არა ისე, როგორც 25 წლის ასაკში ვიყავი.
ჩემი ბიჭები ხან ფეხბურთს მეთამაშებიან, ხან კალათბურთს - არ მაქვს ის მომენტი, რომ დავბერდი, ახლა უკეთ ვარ ბევრი პარამეტრით, მათ შორის, ფიზიკურად, ვიდრე ახალგაზრდობაში", - ამბობს ირმა სოხაძე "შუადღე Live"-ში სტუმრობისას.

ირმა სოხაძე - ცხვრების სტილი და განვლილი გზა
მომღერალი ირმა სოხაძე წლებია, სასურველ წონას ინარჩუნებს, გადასარევად გამოიყურება და სულ ფორმაშია. გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მას ამისთვის არც მტანჯველი დიეტების დაცვა უწევს, არც კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება და არც სილამაზის სალონებში ხშირი ვიზიტი. მისი ახალგაზრდობის, ფორმაში ყოფნისა და ხიბლის მთავარი საიდუმლო მისსავე ხასიათსა და იმ ყოველდღიურ თავის მოვლის მარტივ რუტინაშია, რომელსაც სახლის პირობებში აკეთებს.
"რომ მეკითხებიან, რა მოგწონს შენს თავშიო, ვპასუხობ: ჩემი ხასიათი. ვარ ძალიან დამთმობი და მიმტევებელი. ჩემთვის დასკვნები, რა თქმა უნდა, გამომაქვს ადამიანებზე – ახლობლებზეც და შორეულებზეც, მაგრამ ვცდილობ, კონფლიქტში არ შევიდე, საქმეები არ ვარჩიო, არ გავართულო. ვამარტივებ ყველაფერს, მთელი ცხოვრება.
სახლის პირობებში ჩემით გადასარევად ვიწესრიგებ ფრჩხილს, ვიკეთებ მანიკიურ-პედიკიურს და თმასაც ჩემი ხელით ვიღებავ. მაგალითად, თუ ზღვაზე მივდივარ დასასვენებლად, შეიძლება წავიდე სალონში და პედიკიური პროფესიონალს გავაკეთებინო. თუ არა და, მეც საკმაოდ ოსტატურად ვაგვარებ ამ საქმეს. არ მცალია არასოდეს თმის შესაღებად და ფრჩხილების დაგრძელების გამო სალონში საათობით ვიჯდე. ასე რომ, მთელი ცხოვრებაა, თმას თავად ვიღებავ, სალონში არასდროს შემიღებავს. ბევრი მეუბნება, თმა რა კარგ ფერზე გაქვსო. ვიცი, როგორ შევიღებო ძირები სხვა საღებავით და დანარჩენი თმა – სხვა ფერით. ამ საქმეს სკრუპულოზურად არ ვუდგები, თმას მარტივად და ადვილად, თვე-ნახევარში ან ორ თვეში ერთხელ ჩემით ვუვლი და ვიღებავ. ბევრი ჭაღარაც არ მაქვს და ამისთვის მადლობა გენეტიკას. არადა, ყველას ჰგონია, ათასგვარ პროცედურას ვიტარებ კანზე, თმასა და ტანზე, მაგრამ ასე არაა", - ამბობდა ირმა სოხაძე.