თაკო ჩარკვიანი, ნატო გელაშვილი და "ჭოხოები" - ოჯახური საღამო და შესრულება, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო - Marao

თაკო ჩარკვიანი, ნატო გელაშვილი და "ჭოხოები" - ოჯახური საღამო და შესრულება, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

2026-11-03 10:22:47+04:00

სოციალური ქსელებში გავრცელებულმა კადრებმა, რომლებზეც ნატო გელაშვილისა და თაკო ჩარკვიანის ოჯახური შეკრებაა ასახული, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება და თბილი გამოხმაურება დაიმსახურა. ვიდეოებში, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები ფორტეპიანოს გარშემო არიან შემოკრებილნი, ყოველგვარი დადგმული სცენების გარეშე სრულდება საყვარელი სიმღერები. მუსიკალური გარემო და ის ბუნებრივი ემოცია, რომელიც ამ საღამომ მოიტანა, სწორედ იმ სითბოს ატარებს, რაც მსმენელმა მალევე შეიყვარა და ვირუსულადაც გავრცელდა. 

თაკო ჩარკვიანის ოჯახი

თაკო ჩარკვიანი არის ქართველი პოლიტიკოსი, მუსიკოსი და პუბლიცისტი - მის ოჯახს საქართველოში კარგად იცნობენ - მამა ჟანსუღ ჩარკვიანი, ძმა - მამუკა ჩარკვიანი. 

  • „ვენაში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი ადამიანების, ჩემი ოჯახის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება“ - ირმა გიგანი: ბავშვობა, ოჯახი და ამბავი სამაყო ქართველი ქალის შესახებ

თაკო ჩარკვიანსა და ჯონი გიგანს ერთი შვილი, ირმა გიგანი ჰყავთ. ის წარმატებული პიანისტია და მისი წყალობით საქართველოს სახელი არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გაჟღერებულა. 

charkviani

ნატო გელაშვილი ოჯახი

ნატო გელაშვილი 1972 წლის 18 აპრილს, ბორჯომში დაიბადა. დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში. 1989 წელს ნატომ მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებისთვის საკმაოდ აღმავალი იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“.

  • ნატო გელაშვილი: „არავინ თქვას, რომ ასეთი ტკივილის შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება“

ნატო გელაშვილს ორი ვაჟი ჰყავს - გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები, რომლებსაც საზოგადოება "ჭოხოების" სახელით იცნობს. ნატო შვილებთან ერთად ხშირად ჩნდება სცენაზე და მათი კონცერტები ყოველთვის დიდი სიყვარულის, გულწრფელობისა და მხიარულების ფონზე მიმდინარეობს. 

nato