როდესაც ირმას უყურებ, ხვდები, რომ მის მიღმა მთელი ეპოქა დგას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელი თავადვე ჰყვება ისტორიას - გენიალური წინაპრების ჩრდილი კი არ ფარავს მის პიროვნებას, არამედ პირიქით, განსაკუთრებულ შუქს ჰფენს მას.
ირმამ მოახერხა ის, რაც ყველაზე რთულია: შეინარჩუნა ოჯახური ინტელექტის ის მაღალი თამასა, რომელსაც ბაბუა და ბიძა აწესებდნენ და მას საკუთარი, სრულიად ინდივიდუალური და ნაზი ჟღერადობა შესძინა.
დღეს ის თავად არის იმ დიდი მოზაიკის ნაწილი, რომელსაც ქართული კულტურული არისტოკრატია ჰქვია. ამ დიდი საგანძურის, პირველი კარიერული ნაბიჯებისა და ოჯახის შესახებ მანდ Movement-თან ინტერვიუშ ვრცლად ისაუბრა.
- მუსიკალურ სკოლაში სიარული რომ დავიწყე, ხუთი წლის ვიყავი. ძალიან მიყვარდა ეს საოცარი ქმნილება, ფორტეპიანო. როგორც ამბობენ, პირველად ავაწყვე მამუკა ჩარკვიანის სიმღერა და მაშინ მიხვდნენ, რომ კარგი სმენა მქონდა.
ხუთი წლის ვიყავი, როცა პირველი სოლოკონცერტი ჩავატარე სიმფონიურ ორკესტთან ერთად. მაშინ ბახის კონცერტი დავუკარი. ეს მომენტი ძალიან კარგად მახსოვს - კულესიბში სათამაშო ბაჭია მქონდა, რომელსაც ხელს არ ვუშვებდი. მამაჩემი ამბობდა, ახლა რომ გვითხრას, აღარ მინდა სცენაზე გასვლა და დამიბრუნეთ ჩემი ბაჭია, რა უნდა ვქნათო. ეშინოდა, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. მე ასეთი ფიქრები არ მქონია, ყველაფერს სწრაფად ვსწავლობდი.

- რთული საქმეა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქილოგიურად, სულიერად. მაშინ რატომ ვრჩები მაინც ამ საქმეში? ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის ძიების პროცესი მაინც არ არის ყოველთვის სცენაზე ყოფნა, ძიებაა ყველაფერი, რასაც სცენაზე გასასვლელად ვაკეთებ. არასდროს მქონია ორჭოფობის მომენტი, მინდა თუ არა, რასაც ახლა ვაკეთებ.

მე ყოველთვის ვუკრავ იმ მუსიკას, რომელიც ძალიან მიყვარს. მე არ შემიძლია, არ ვარ იმ ტიპის მუსიკოსი, რომელსაც შეუძლია იმაზე მუშაობა, რაც არ მოსწონს. ბრამსმა იცის, ჩემი აზრით, შეჩვევა იმიტომ, რომ წარმოუდგენელი სიღრმე აქვს.
ბახის გოლდბერგ ვარიაციები დავუკარი ცოტა ხნის წინ ბერლინში და მოცული ვიყავი მთელი ზაფხული ბახის გოლდბერგ ვარიაციებით, რომელიც არის მთელი ცხოვრების პიესა. ანუ ეს არის ნაწარმოები, რომელიც უნიკალურია, უსასრულო.
- მე ვცხოვრობ ვენაში და ამ ქალაქმა ძალიან ბევრი რაღაცა მომცა, რა თქმა უნდა, სხვა პერიოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ თბილისის გარეშე არ შემიძლია. ჩემი ადამიანების, ჩემი ოჯახის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. მე მაინც იმ კატეგორიის მუსიკოსებს მივეკუთვნები, ალბათ, რომლებისთვისაც მუსიკის გარეშე ყოფნა შეუძლებელია, მაგრამ ადამიანი მაინც არის ღერძი ყველაფრისა და მე მუსიკაში რაც მიყვარს, საყვარელ ადამიანთან ვაიგივებ, იმ შეგრძნებებთან ვაიგივებ. აქედან გამომდინარე, ჩემი დოზა უნდა მივიღო ხოლმე. აქ ხშირად ჩამოვდივარ და ძალიან დიდ სითბოს ვიღებ და გავცემ.
