"ჩემს ოჯახში მოვიაზრებ როგორც ვახოს, ასევე, რა თქმა უნდა, გიორგის, მარიამს თაკოს..." -მარიამ როინიშვილი ოჯახისა და ქორწინების შესახებ - Marao

"ჩემს ოჯახში მოვიაზრებ როგორც ვახოს, ასევე, რა თქმა უნდა, გიორგის, მარიამს თაკოს..." -მარიამ როინიშვილი ოჯახისა და ქორწინების შესახებ

2026-11-05 11:21:10+04:00

მომღერალი მარიამ როინიშვილი ეკა ჩხეიძის გადაცემა „პირველი სტუდიის“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებსა და პირად ურთიერთობებზე გულახდილად ისაუბრა.

mariami

მარიამ როინიშვილის ინტერვიუ

"20 წლის ვიყავი, რომ შეგვეძინა ელენე. ვფიქრობ რომ ორივე ძალია პატარები ვიყავით და არ ვიყავით მზად ოჯახისთვის. ეს არაერთხელ გვიღიარებია საკუთარ თავთანაც და ერთმანეთთანაც მე და გიორგის.

მეც მეტკინა, გიორგისაც ეტკინა, რა თქმა უნდა, როცა ოჯახი ინგრევა, როგორ შეიძლება არ გეტკინოს, მაგრამ, ახლა, ამ გადასახედიდან მართლა არ ვნანობ ამ ყველაფერს. ამ ამბავმა ისე გამზარდა, ისე აღმომაჩენინა საკუთარი თავი. მე მჯერა, რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ. დედამაც ინერვიულა, მამაც, გიორგის მშობლებმაც ინერვიულეს, მაგრამ დღეს მე და გიორგი სულ სხვა გადასახედიდან ვუყურებთ ამას და ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო, ამან ძალიან გამზარდა.

  • "მართლა საოცარი ადამიანი შემხვდა ცხოვრებაში - ვახო, ალბათ, ყველაზე სწორ დროს გამოჩნდა" - მარიამ როინიშვილი პირად ცხოვრებასა და ოჯახზე

ელენე ძალიან პატარა იყო, როცა მე და გიორგი ერთმანეთს გავშორდით. ელენე საერთოდ მთავარი მოქმედი პირია ჩემი და გიორგის ურთიერთობაში. მაგრამ ამის გარდა, გიორგი ისეთი დიდი გულშემატკივარია ჩემი და მე ისეთი დიდი გულშემატკივარი ვარ მისი, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს.

  • ქართული სცენის ნამდვილი კაშკაშა ვარსკვლავი - მარიამ როინიშვილის შთამბეჭდავი კადრები "ჩიკაგოდან"

საერთოდ ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ ფანტასტიკური ოჯახი მაქვს და ჩემს ოჯახში მოვიაზრებ როგორც ვახოს, ასევე, რა თქმა უნდა, გიორგის, მარიამს თაკოს... აი ეს არის ჩემი ძალა. ბევრი პერიპეტია გავიარეთ ჩვენ და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდები გვქონდა ერთადაც და ცალ-ცალკეც, მაგრამ დღის ჩემი ძალა და გამარჯვება იმაშია, რომ ის ურთიერთობებია ჩვენს შორის, როგორიც გვაქვს," - თქვა მომღერალმა მარიამ როინიშვილმა. 

mariam