„მარტოხელა დედობის ამბავი - მე მქონია მარტოხელა დედობის ეპიზოდები" - ნანუკა ჟორჟოლიანი დედობის გამოწვევებზე - Marao

„მარტოხელა დედობის ამბავი - მე მქონია მარტოხელა დედობის ეპიზოდები" - ნანუკა ჟორჟოლიანი დედობის გამოწვევებზე

2026-11-05 15:41:40+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ გადაცემაში მომღერალ ვერიკო ტურაშვილთან ერთად მარტოხელა დედობის შესახებ ისაუბრა და საკუთარი გამოცდილებაც გააზიარა. მისი უფორის შვილი, მარიამ გეგუჩაძე უკვე 29 წლისაა, ხოლო საბა კოდუა - 17 წლის. სწორედ საბასთან ურთიერთობის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება ნანუკაჟორჟოლიანმა. 

kodua

ნაუკა ჟორჟოლიანი მარტოხელა დედობის გამოწვევებზე

„მარტოხელა დედობის ამბავი. მე ვიცი, რომ რთულია. მე მქონია მარტოხელა დედობის ეპიზოდები. ვერ ვიტყვი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ვიყავი მარტოხელა დედა, მაგრამ ეპიზოდები მქონია. 

  • "გამიკვირდა, ეს რომ გააკეთა და ჟიურიშიც დაჯდა, თითქოს არაფერი ხდება" - ნანკა კალატოზიშვილი პროტესტისა და კოლეგების შესახებ

რთულია გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, მხოლოდ შემოსავალი ხომ არ არის - ყველა ბავშვს აქვს თავისი პრობლმა - ძნელია ამ გამოწვევებთან გამკლავება. მე ეს მომენტი მაქვს საბასთან. ბავშვი გამოწვევების წინაშეა და შენ ხარ მარტო, გვერდით მდგომი არავინაა, ვერავის უზიარებ.

saba

  • „მარტოხელა დედობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს... სხვანაირად ვერც წარმომიდგენია“ - ვერიკო ტურაშვილი, როგორც ორი გოგონას დედა

მასთან ერთად უნდა მიიღო გადაწყვეტილება, შენ ხარ ის ერთადერთი, შენზეა პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე, სწავლაზე, იმაზე, თუ როგორი ადამიანი იქნება, შემდეგ ფინანსური პასუხისმგებლობაც ემატება. საბოლოოდ, ეს კიდევ სხვანაირად გვაძლიერებს, მაგრამ  ყველაზე საინტერესო ნაწილი მაინც ისაა, როგორ ვუმკლავდებით ამ პასუხისმგებლობას", - აღნიშნავს ნანუკა ჟორჟოლიანი.