"სცენაზე ვარსკვლავი ხარ, მაგრამ სახლში — უბრალოდ დედა და ბებია, რომელიც ამ თაობების სიყვარულით სუნთქავს" - ნანი ბრეგვაძის წერილი ოჯახს - Marao

"სცენაზე ვარსკვლავი ხარ, მაგრამ სახლში — უბრალოდ დედა და ბებია, რომელიც ამ თაობების სიყვარულით სუნთქავს" - ნანი ბრეგვაძის წერილი ოჯახს

2026-11-06 10:09:29+04:00

"ძალიან ბედნიერი და მდიდარი ვარ, რომ ამხელა ოჯახი მყავს. გასტროლებზე ყოფნისას სულ მენატრებოდა ჩემი სახლი, ეკა, ჩემი შვილიშვილები, მეგობრები და თბილისი...

თავს საოცრად იღბლიან ადამიანად ვთვლი და ღმერთს ამისთვის სულ მადლობას ვუხდი — პირველ რიგში, იმ არაჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში არიან. სცენაზე ვარსკვლავი ხარ, მაგრამ სახლში — უბრალოდ დედა და ბებია, რომელიც ამ თაობების ყურებითა და მათი სიყვარულით სუნთქავს".

nani

ნანი ბრეგვაძის განვლილი გზა

ნანი ბრეგვაძე დაიბადა 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში. მამა – გიორგი ეფრემის ძე ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა ალექსანდრეს ასული მიქელაძე ცნობილ დიდგვაროვანთა ოჯახიდან.

მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ, ის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს კლასით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.

  • „ძალიან უნდოდათ, რომ ცოლ-ქმარი ვყოფილიყავით“ - ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძესთან ურთიერთობას იხსენებს

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს მოსკოვში, “ახალგაზრდობის და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალზე” შედგა მისი პირველი გამოსვლა, მომღერლის რანგში, სიმღერით “ჩავაქრე სანთელი” ნანი გრეგვაძემ ლაურეტის წოდება მოიპოვა. 1959-1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი.

1964 წელს პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ ‘ოლიმპიაში’,მოსკოვის მიუზიქ-ჰოლთან ერთად გასტროლის ფარგლებში, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ “ორერაში”, სადაც 15 წელი ითანამშრომლა. 1980 წლიდან ნანი ბრეგვაძე სოლო კარიერას იწყებს. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს.

ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

  • „სახლი ჩემთვის ყველაფერია, მთელი ცხოვრებაა... იმდენად ძნელია, როცა შენი მეგობრები მიდიან, ვერ აგიწერ“ - ქართული სცენის დედოფლის, ნანი ბრეგვაძის ცხოვრებისეული აღსარება

ახმოვანებდა ფილმებს და თავადაც გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: „ორერა, სრული სვლით!“ (კამეო, რეჟ. ზაალ კაკაბაძე, 1970), „სამკაული სატრფოსთვის“ (აიშა, რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1971), „მე, პელეს ნათლია!“ (მაკა, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცრ.), 1991), „სიყვარული აქცენტით“ (რეჟ. რეზო გიგინეიშვილი, 2012), „მხატვრის მუზები“ (რეჟ. შოთა კალანდაძე, 2014, მხატვრულ-დოკუმენტური) და სხვა.

  • "შარლ აზნავურმა ჩემს სიმღერას "საოცრება" უწოდა..." - ნანი ბრეგვაძის აქამდე უცნობი მოგნება

2000 წელს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ნანი ბრეგვაძის სახელობის ვარსკვლავი.

2023 წელს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში," Sea Breeze"-ის დიდების ხეივანში გაიხსნა ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი.