"რადგან ძალიან ბევრი მწერთ თმის ცვენასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, ყველას ერთად გიპასუხოთ ამ ვიდეოთი. უამრავი საშუალება ვცადე, მაგრამ პირადად ჩემთვის ყველაზე ეფექტური აბუსალათინის ზეთი (Castor Oil) აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია და ის, რაც ჩემზე კარგად მოქმედებს, შეიძლება ყველასთვის ერთნაირად ეფექტური არ იყოს. ამიტომ, თუ გადაწყვეტთ ცდას, მცირე რაოდენობით დაიწყეთ და დააკვირდით, როგორ იმოქმედებს თქვენს თმაზე.
კომენტარებში თქვენც გამიზიარეთ, რა საშუალებებმა გიშველათ თმის ცვენასთან ბრძოლაში რომ სხვებსაც დავეხმაროთ", - წეს სოციალურ ქსელში ლელა მებურიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

ლელა მებურიშვილი თავის მოვლის შესახებ
მსახიობი თვლის, რომ ვიზუალურ ფორმაში ყოფნა და თავის მოვლა, პირველ რიგში, საკუთარი თავის სიყვარულსა და პატივისცემას უკავშირდება.
"მართლა მომწონს, როდესაც სახლში ვარ და ხალათი არ მაცვია. დილითაც, როცა ვდგები... მახსოვს, ლონდონში როცა გადავედით და ბავშვები სკოლაში მიმყავდა, მაკიაჟს საერთოდ არ ვიყენებდი, არც ლაქი მესვა და სრულიად ბუნებრივად ვიყავი. სულ მოკლე თმა მქონდა, არც კი ვივარცხნიდი, მაგრამ მაინც ლამაზად მეყენა.
ერთ-ერთი თანაკლასელის მშობელმა მითხრა: „ძალიან ნერვებს მიშლი, დილით ბავშვები სკოლაში რომ მოგვყავს, ყველანი გაწეწილები ვართ და შენ კი ასე ლამაზად ჩაცმული და მოწესრიგებული მოდიხარო“. შოკში ჩავვარდი, რადგან მეც უბრალოდ დილით რაღაც გადავიცვი და ისე გავედი. თუმცა, ეს საქართველოდან გამოყოლილი ჩვევა, აუცილებლად ფორმაში ყოფნა, მაინც კარგია. მთავარია, ამას საკუთარი თავისთვის აკეთებდე და არა სხვის დასანახად" - ამბობდა ლელა.