"ვფიქრობ, კახამ, უარი თქვა, რომ თავიდანვე ყოფილიყო მამაჩემი...100%-ით ვგავარ კახას, დნმ-ის ტესტიც კი არ არის საჭირო" - რა თქვა ანასტასია ბენდუქიძემ კახა ბენდუქიძეზე? - Marao

"ვფიქრობ, კახამ, უარი თქვა, რომ თავიდანვე ყოფილიყო მამაჩემი...100%-ით ვგავარ კახას, დნმ-ის ტესტიც კი არ არის საჭირო" - რა თქვა ანასტასია ბენდუქიძემ კახა ბენდუქიძეზე?

2026-11-09 11:11:34+04:00

„რადიო თავისუფლების“ გადაცემის სტუმარმა, ანასტასია ბენდუქიძემ საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთულ, ემოციურ  დეტალებზე ღიად ისაუბრა. ინტერვიუში მან დეტალურად გაიხსენა ურთიერთობა ბიოლოგიურ მამასთან, კახა ბენდუქიძესთან და იმ სამართლებრივ თუ ოჯახურ ბრძოლებზე, რაც მამის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

anastasia-bendukidze

  • "22 წლის ასაკში თავის შვილს ეს არავინ უნდა უთხრას“ - ანასტასია ბენდუქიძის მოგონება მამაზე 

ანასტასია ბენდუქიძის ინტერვიუ

ნამდვილი მამა მყავს ორი, და ბიოლოგიური, რა თქმა უნდა - ერთი. გავიზარდე სხვა მამასთან და მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ის იყო მამაჩემი. არასდროს ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს ასე არ იყო. ის მბანდა, მასწავლიდა ველოსიპედზე სიარულს, ჭადრაკის თამაშს... ყველანაირად იყო მამაჩემი და ახლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, როგორც მამა-შვილს.

და ასევე მქონდა ურთიერთობა კახასთან, ანუ ჩემს ბიოლოგიურ მამასთან, დაახლოებით 10 წლიდან, როდესაც დედაჩემი ქმარს დაშორდა. მე დავიწყე კახასთან ურთიერთობა, მაგრამ არასდროს მეგონა, რომ ის მამაჩემი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 100%-ით ვგავარ.

18 წლის ვიყავი, როცა თვითონ კახამ მითხრა, რომ მე ვარ შენი მამაო.

მე მერგო კახას მემკვიდრეობა, მაგრამ ეს უფრო პასუხისმგებლობასავით აღვიქვი, იმიტომ, რომ ვგრძნობ პასუხისმგებლობას, გავაგრძელო მისი საქმე. უნივერსიტეტები არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც გაუკეთებია თავის ცხოვრებაში და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი სულ მუდამ იქნება, რომ აუცილებლად უნდა მივხედო.

  • "ჩემს მეუღლემდე საშინელი შეყვარებული მყავდა - ძალიან ტოქსიკური“ - ანასტასია ბენდუქიძის გულახდილი ინტერვიუ 

ნათესავების წინააღმდეგობა იყო, რომ მემკვიდრეობა მიმეღო. წინააღმდეგი იყვნენ და უბრალოდ ამბობდნენ, რომ მე არ ვარ მისი შვილი. უბრალოდ კახა ბევრ ქველმოქმედებას ეწეოდა და მე ვიყავი ერთ-ერთი სტუდენტი, რომელსაც აფინანსებდა. ნუ, ეგ რეალობასთან ძალიან შორს იყო. სასამართლო პროცესებიც არ მინდოდა, უბრალოდ ვიცოდი, რომ კახას უნდოდა, მე ოფიციალურად მისი შვილი ვყოფილიყავი და ეს უფრო მაწუხებდა. და გავაკეთე უფრო ამიტომ, თან რაღაცები გავიგონე მის ყოფილ ცოლზე, თუ რის გაკეთებას ცდილობდა უნივერსიტეტების მიმართ და ეს იყო რეალურად ის ტრიგერი, რის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო.

არ მაქვს ახლო ნათესავებთან ურთიერთობა, არც მის დასთან.

დავიბადე მოსკოვში და მერე, 14 წლის ასაკში, წავედი, ანუ გამიშვეს დიდ ბრიტანეთში.

გავიზარდე იგორის დედასთან და მანაც არ იცოდა, რომ მისი შვილიშვილი არ ვიყავი. იგორმაც არ იცოდა, თავისი შვილი ვეგონე, ასე უთხრა დედამ. სანამ კახა არ გარდაიცვალა, იგორმაც ვერ გაიგო სიმართლე. განაგრძეთ კითხვა