600 სტუმარი, 3 კაბა და გრანდიოზული ქორწილი - ნინი ყულეჯიშვილის გრანდიოზული ქორწილის დეტალები - Marao

600 სტუმარი, 3 კაბა და გრანდიოზული ქორწილი - ნინი ყულეჯიშვილის გრანდიოზული ქორწილის დეტალები

2026-11-09 16:12:25+04:00

მომღერალი ნინი ყულეჯიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ „ღამის შოუს ბენდის“ ახალი წევრი გახდა და ბაბი კირკიტაძე ჩაანაცვლა, ახლახან დაქორწინდა. მისი რჩეული თორნიკე ინწკირველია.

ნინი ყულეჯიშვილის გრანდიოზული ქორწილი

წყვილის ურთიერთობა ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაიწყო. თბილისსა და ბათუმში სწავლის გამო მათ გარკვეული პერიოდით კონტაქტი გაწყვიტეს, თუმცა გრძნობა წლებს გაუძლო. ურთიერთობის აღდგენაში დიდი როლი ითამაშა საერთო მეგობარმა, რომლის საშუალებითაც თორნიკემ ნინის 100 ვარდი გაუგზავნა. ამ სიყვარულის ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი ნინის ბებია იყო.

nini-yulejishvili

  • "ილიას მეუღლეს, თაკოს, არ ჰყავს დედ-მამა და შევპირდი, რომ დედობას გავუწევდი" - ილია სულამანიძის დედის, მანანა გოჩელაშვილის ინტერვიუ 

"ჩვენ ოჯახებით ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, თავიდანვე, შეყვარებულობის პერიოდიდან მოყოლებული. ექვსი წლის წინ დაიწყო ჩვენი ამბავი, დაახლოებით ორი წელი გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მერე, თბილისში რომ წამოვედი, სამწუხაროდ, გავწყვიტეთ კონტაქტი. ის ბათუმში სწავლობდა, მე – თბილისში, რატომღაც ვერ ავაწყვეთ ურთიერთობა. თოკოს ძალიან ვუყვარდი მთელი ბავშვობა და ეს წლები, ვიცი, რომ ძალიან რთულად გაიარა.

ჩვენი საერთო მეგობრის საშუალებით გავიცანით ერთმანეთი და ერთი წლის წინ, სწორედ მისივე საშუალებით, გამომიგზავნა ასი ცალი ვარდი. ყველაზე დიდი როლი მაინც ითამაშა ჩემმა ბებომ. ექვსი წლის წინ ამ ურთიერთობის ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. გული დაწყდა, რომ დავშორდით. მსაყვედურობდა, როგორი ბიჭი დაკარგეო, მისი ოცნება ასრულდა. დღეს ბედნიერები არიან - ჩემი ოჯახიც და მისიც. თოკოს დასაც გული ვატკინეთ ჩვენი დაშორებით და ისიც ძალიან ბედნიერია“ - ამბობდა ნინი ფორტუნასთან მიცემულ ინტერვიუში.

nini-yulejishvili

  • ქორწილი, რომელმაც ყველას გული მოიგო! ნინო ანანიაშვილის დაუვიწყარი დღესასწაული 

7 ნოემბერს წყვილის ქორწილი გაიმართა. ქორწილი ბათუმში შედგა, რომელსაც 600-მდე ადამიანი ესწრებოდა. როგორც ნინი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, ქორწილისთვის სამი განსხვავებული კაბა მოირგო, რომელთა დიზაინიც სრულად თავად შექმნა. 

"ყველა ძალიან მეხმარებოდა. ჩემს ქორწილში ბევრი სიურპრიზი იყო. როცა დედოფალი მომღერალია, სხვანაირად წარმოუდგენელია. რამდენიმე ცნობილი მომღერალი და ბენდიც იყო. გრანდიოზული ქორწილი იყო, 600 კაცით. სამი კაბა მეცვა და სამივე ჩემი დიზაინით შევიკერე. მეოთხეც გვინდოდა, მაგრამ დროში ვერ ვეტეოდით. სტაფი გვყავდა აყვანილი, ვინც ზრუნავდა თმაზე, მაკიაჟზე, კონტენტკრეატორი, ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი," - ამბობს ნინი

nini-yulejishvili