შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე იუბილარია. ევამ 25 წლის იუბილე აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი კი მას დედამ მიულოცა. შორენამ სოციალურ ქსელში შვილის ფოტოები გააზიარა და თბილი სიტყვებით მიმართა.
„გილოცავ ევა შენს 25 წელს. მიყვარხარ!“
.გაზიარებულმა ფოტოებმა გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება და თბილი კომენტარები დაიმსახურა.






ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.
ცნობილი დედის მსგავსად ევაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.
როგორც ერთ-ერთ გადაცემაში მოგვიანებით შორენამ ისაუბრა, ევას მამას ღალატის გამო დაშორდა. შორენას ქმარი ზურაბ ბარბაქაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი რჩეული უკრაინაში ცნობილი დიზაინერი გალინა აპილატია. გალინა და მისი და, ლუბა, საქორწინო კაბებზე, პენუარებსა და ქალის თეთრეულზე მუშაობენ.
2016 წლის 27 მარტს ევას თავს უბედური შემთხვევა დატრიალდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ევა სახლში, საკუთარ ოთახში ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად გადავარდა. მაშინ 14 წლის ევას ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები ჰქონდა, მკურნალობდა რამდენიმე თვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.
შორენა ამბობდა, რომ ინციდენტის დროს სამზარეულოში იყო და კერძს ამზადებდა, როდესაც ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა გაიგო, რომელსაც საპატრულო პოლიციის სირენების ხმაც ერთოდა, გაიქცა ევას ოთახში და ის იქ აღარ დახვდა.
საბედნიეროდ, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ევა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. განაგრძო სწავლა, მოგვიანებით უნივერსიტეტშიც ჩააბარა და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას.
დღეს ევა შეყვარებულია. ის სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს.
"დაახლოებით წელიწად-ნახევარია ერთად ვართ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ. დაახლოებით 8-9 წელია, რაც ვიცნობ, ბავშვობიდან მეგობრები ვიყავით. არ მეგონა, მაგრამ თურმე ასეთი ურთიერთობა ძალიან ძვირფასია, როდესაც მეგობრობიდან მსგავს ურთიერთობაში გადადიხარ. ურთიერთობა მყარი ხდება, როდესაც ზრუნვასა და გათვალისწინებას აქვს ადგილი, რასაც ჩემი შეყვარებულისგან ვგრძნობ. არ ვიცი, ეს იმის ბრალია თუ არა, რომ ამდენი ხანია მიცნობს - ძალიან ღრმად მიცნობს, ისე, რომ მეც კი ვერ ვიცნობ ასე ჩემს თავს. ყველაფერი იცის: რა გამიხარდება, სითბო როგორ უნდა გამოხატოს... ეს არის ყველაზე კარგი ურთიერთობაში და სწორედ ეს ამყარებს მას" - ამბობდა ევა.