"მეგონა, ჩემი მეუღლე უნდა ხვდებოდეს, რა მაწუხებს...“ - გვანცა დარასელია ოჯახურ ურთიერთობებზე - Marao

"მეგონა, ჩემი მეუღლე უნდა ხვდებოდეს, რა მაწუხებს...“ - გვანცა დარასელია ოჯახურ ურთიერთობებზე

2026-11-11 14:55:45+04:00

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ხატია ქირიას პოდკასტში „მადისაღმძვრელი პოდკასტი“ , სტუმრობისას საკუთარ გამოცდილებასა და ურთიერთობებში გულახდილობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ემოციების დამალვა და გახსნილი კომუნიკაციის ნაკლებობა ხშირად ხდება როგორც წყვილს, ისე მშობლებსა და შვილებს შორის გაუგებრობების მიზეზი.

"ჩემთვის ურთიერთობის ყველაზე დიდი სირთულე, თუნდაც ჩემს მეუღლესთან, ის იყო, რომ თითქოს ზოგავ მის ემოციებს და რაღაცას შენს თავში იტოვებ, რაც სინამდვილეში არსად მიდის. ეს ჩვენს ურთიერთობაზეც გამოვცადეთ და ბევრი პრობლემაც შეგვექმნა, რადგან ერთმანეთთან გახსნილად და გულწრფელად არ ვსაუბრობდით.

შვილებთანაც, ბოლო დროს ვისწავლე, რომ ჩემი ემოციის დამალვით დათვურ სამსახურს ვუწევდი. ამიტომ, თუ გეტირება, თუ ცუდად ხარ ან ნაწყენი ხარ, ან თუნდაც საშინელი დღე გქონდა, ეს შენმა შვილებმა უნდა იცოდნენ. უნდა იცოდნენ, რომ ეს ემოციაა და ამის გამოხატვა კარგია. ამ დროს თავს იკავებ, რადგან არ გინდა შენმა შვილებმა ინერვიულონ, თუნდაც იმაზე, რომ მშობლებმა იკამათეს, არადა ამ დროს მათ ყველაფერი იციან და უჩნდებათ გაურკვეველი ემოციები. ვისწავლე და ვთხოვ, რომ კითხვები დასვან და გულწრფელად ვუპასუხო.

მეც დამიშვია შეცდომა: მეგონა, ჩემი მეუღლე უნდა ხვდებოდეს, მე როგორ ვარ, რა მაწუხებს, მაგრამ ამ დროს არ გაქვს მოყოლილი შენი ემოციების შესახებ, არ გითქვამს, რომ ნაწყენი ხარ. ძალიან გვიან მივხვდი, რომ თუ მე ჩემი დაქალის ერთი ჩასუნთქვით ვხვდები, რა აწუხებს, ამას კაცები ვერ ხვდებიან. იმიტომ კი არა, რომ არ უნდათ მიხვდნენ ან აზროვნება უჭირთ, არამედ მათ უფრო პირდაპირი ურთიერთობები უნდათ" - ამბობს გვანცა.

gvantsa-daraselia

  • "ისე მოხდა, რომ ოჯახური პირობების გამო უბინაოდ დავრჩით, 90-იანების სიტუაცია ჩვენს ოჯახსაც შეეხო" - რას იხსენებენ გვანცა დარასელიას ოჯახის წევრები ტელეწამყვანის ბავშვობაზე 

გვანცა დარასელია

გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა. 

"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.

  • "არსად არ მილაპარაკია ამაზე, მაგრამ დასამალი ნამდვილად არაფერია" - რას ამბობს გვანცა დარასელია ცხოვრების უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაზე 

gvantsa-daraselia

ახლა გვანცას საკუთარი რადიო "ქალების რადიო" აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად. 

"ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია. 

გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.