"საკუთარ თავთან კომპრომისზე ვერ წავედი...ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში" - ჯორჯინა უზკატეგიამ ილია თოფურიასთან დაშორების დეტალებზე ისაუბრა - Marao

"საკუთარ თავთან კომპრომისზე ვერ წავედი...ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში" - ჯორჯინა უზკატეგიამ ილია თოფურიასთან დაშორების დეტალებზე ისაუბრა

2026-11-16 12:18:50+04:00

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგია ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილის განქორწინების ამბავმა მსოფლიო მედიის ყურადღება მალევე მიიპყრო, ხოლო მათი ურთიერთობის გარკვევის პროცესი სასამართლომდეც კი მივიდა.

ცოტა ხნის წინ ჯორჯინამ ესპანელ ჟურნალისტ ხოსუე მორენოსთან ინტერვიუში განქორწინების რთულ პერიოდსა და მიღებულ გადაწყვეტილებაზე გულახდილად ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახის დანგრევა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა.

"გულწრფელად რომ ვთქვა, განქორწინების გადატანა ძალიან რთულია, რადგან ჩემს შემთხვევაში გადავწყვიტე, მთელი ცხოვრებით დავქორწინებულიყავი. და როცა ამას წყვეტ, სახავ ცხოვრებისეულ გეგმას, გგონია, რომ ეს შენი ცხოვრების სიყვარულია, ფიქრობ, რომ ბოლო დღეს ერთმანეთს თვალებში ჩახედავთ და დაინახავთ ყველაფერს, რაც ერთად შექმენით. როცა ხედავ, რომ ეს არ გამოდის, რა თქმა უნდა, შენში არსებული ბევრი ჭეშმარიტება იმსხვრევა და ეს ძალიან, ძალიან მტკივნეული მომენტია. ფიქრობ, რის დათმობაზე ხარ მზად და რაზე - არა. ჩემს შემთხვევაში, საკუთარ თავთან კომპრომისზე ვერ წავედი, რომ ეს ურთიერთობა გამეგრძელებინა. ყოველ შემთხვევაში, მას საუკეთესოს ვუსურვებ, რადგან ჩემი ქალიშვილის მამაა.

ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დღეს ჩვენი გზები გაიყო. როცა შვილები გყავს, გაქვს დიდი პასუხისმგებლობა იმისა, თუ რა მაგალითს მისცემ მათ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილებები, არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი შემეძლო მიმეღო" - ამბობს ჯორჯინა.

ilia-topuria

  • "როცა შეყვარებულები ვართ, ყველაფერს იდეალურად წარმოვიდგენთ..." - ჯორჯინა უზკატეგუის ინტერვიუ 

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკუტეგია

ილია თოფურია და მისი ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც უცხოური მედია წერდა, გარდა მეურვეობისა, განქორწინებას თან ახლდა სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­მოწ­ვე­ვა: ჯორ­ჯი­ნა უზკატეგუი ბა­დე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თო­ფუ­რი­ას აქ­ტი­ვე­ბის 50%-ს ითხოვდა მა­შინ, რო­დე­საც ჩემ­პი­ო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. დავა წყვილს შორის არაერთ საკითხზე მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი, ესპანურ მედიაზე, მათ შორის Marca და OKDiario დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიასა და მის ყოფილ მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის შორის არსებული სასამართლო დავა მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.

ჯორჯინა უზკატეგუიმ გააუქმა (გამოიტანა) საჩივარი სასტიკი მოპყრობის (ძალადობის) შესახებ. შეთანხმება მიღწეულ იქნა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხელი მოაწერეს კლასგარეშე მორიგებას, რომელმაც წერტილი დაუსვა თვეების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობას.

ilia-topuria

  • "ვაიგნორებ მათ, არწივები ბუზებზე არ ნადირობენ" - ჯორჯინა უზკატეგუი საქართველოს, ჭორებისა და თავდაჯერებულობის შესახებ 

სასამართლომ მანამდეც (2026 წლის იანვარში) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:

მოსამართლემ უარყო ჯორჯინა უზკატეგუის მოთხოვნა ბავშვის აშშ-ში (მაიამიში) საცხოვრებლად გადაყვანაზე. დადგინდა, რომ ბავშვი ვერ დატოვებს ესპანეთს მოსამართლის სპეციალური ნებართვისა და მეურვეობის საბოლოო შეთანხმების გარეშე. ილია თოფურიას მიეცა შვილის ნახვისა და მასთან ურთიერთობის ფართო უფლება.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას განქორწინების ფინანსურ პირობებზეც. ცნობილია, რომ წყვილმა გასაყიდად გამოიტანა მადრიდში მდებარე საერთო სახლი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3 მილიონი ევროა.