ცნობილი ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკუტაგუე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს ხშირად უზიარებს თავისი ცხოვრების საინტერესო მომენტებს. ის, ძირითად საქმიანობასთან ერთად, ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურია ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებისა და გაძლიერების კუთხით - ჯორჯინა არის ფონდის Seeds Of Life Foundation ელჩი.

„ქალები ძალიან ძლიერები ვართ. ჩვენთვის ამ სტერეოტიპული ნარატივის თავს მოხვევა სურდათ, თითქოს ქალი გარკვეული სახის უნდა იყოს და ასე თუ ისე უნდა იქცეოდეს... თუმცა, როდესაც ცოდნა გაქვს, ფაქტები ყოველთვის ამარცხებს ნარატივს“, - ამბობდა ჯორჯინა უზკატეგიუ ცნობილ ეპსანურ პოდკატსში, Acento Noor-ში სტუმრობისას.
ამჯერად ჯორჯინა უზკატეგუი გამომწრების კითხვებს პასუხობს - მის მიმართ ინტერესს ქართველებიც აქტიურად იჩენენ და წერენ, რომ მისი გულშემატკივრები არიან:


ჯორჯინა უზკატეგუის ინტერვიუ გამომწერებთან
ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულებას, რაზეც ჯორჯინამ ვრცლად ისაუბრა:
- მიყვარს ის, რასაც საქართველოში „ქართლის დედა“ განასახიერებს. მასში საკუთარ თავს ვხედავ: ღვინის ბოკალი მათთვის, ვინც მეგობრად მოდის, და ხმალი მათთვის, ვინც მტრად გვეწვევა. სინაზესა და ძალას ერთად არსებობა შეუძლიათ.
რა თქმა უნდა, დიალოგს პირადი ცხოვრების შესახებ კითხვების გარეშეც არ ჩაუვლია:
- ნეტავ, ერთ დღეს, შენი მხრიდანაც მოყვე ეს ამბავი, ისეთი არასამართლიანია რასაც შენზე ამბობენ.
- სიმართლე არ კარგავს ძალას იმის გამო, რომ ვიღაც მის სხვანაირ ვერსიას ყვება. ადამიანებმა, რომლებმაც ნამდვილად მიცნობენ, იციან ჩემი გული, ჩემი ფასეულობები და ცხოვრების წესი. საბოლოო ჯამში, მჯერა, რომ დრო გამოავლენს იმას, რისი ახსნაც მოყოლით შეუძლებელია.
- როგორ უმკლავდები თავდაჯერებულობის ნაკლებობას და იმ სიტუაციებს, როცა შენზე გამოგონილ ამბებს თხზავენ?
- ვაიგნორებ მათ. არწივები ბუზებზე არ ნადირობენ.
