"ნანის შვილობით დაკომპლექსებული არ ვარ...ესეც ჩემმა ასაკმა მომიტანა" - ეკა მამალაძე - Marao

"ნანის შვილობით დაკომპლექსებული არ ვარ...ესეც ჩემმა ასაკმა მომიტანა" - ეკა მამალაძე

2026-11-16 15:20:52+04:00

მომღერალი ეკა მამალაძე აჭარის მაუწყებლის ეთერში გულახდილად საუბრობს ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის შვილობაზე და იმ ემოციურ გზაზე, რომელიც წლების განმავლობაში გამოიარა.

მისი თქმით, დღეს ამ სტატუსს სრულიად სხვა, ბევრად ჯანსაღი კუთხით უყურებს და ამაში საკუთარი ასაკისა და გამოცდილების როლსაც აღნიშნავს.

"სულ არ არის სირცხვილი, რომ თქვა - ნანის შვილი ვარ. ადრე მქონდა განცდა, რომ ვაიმე, ახლა ნანის შვილი ვარ და ისე ხომ რა... არ ვიცი, ეს ბედნიერება არ არის? ამ კუთხით რომ შევხედე - ნატალია მყავს, ნანი მყავს და ისეთი ამბიცია მაქვს, რომ მათზე უკეთესი მინდა ვიყო? არ ვიცი, ეს რაღაც ბედნიერებაა და როცა ამას ასე ჯანსაღად უყურებ, უკვე კარგია. რა თქმა უნდა, ახლა რომ ვთქვა, დაკომპლექსებული ვარ-მეთქი - ნამდვილად არ ვარ. ესეც ჩემმა ასაკმა მომიტანა," - ამბობს ეკა.

eka-mamaladze

  • „ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც ბებიაჩემს მოეწონებოდა... მე ვარ ის, ვინც სუფრებს აწყობს“ — ეკა მამალაძე ოჯახურ ტრადიციებსა და სტუმართმოყვარეობაზე 

ეკა მამალაძე

ეკა მამალაძე 1960 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პროფესიონალური მუსიკალური განათლება ოჯახში აუცილებელი იყო. ტელევიზიაში პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შეასრულა. დიდ სცენაზე გამოსვლა კი 1980-ინი წლებიდან დაიწყო. გამორჩეულია დედასთან ერთად ნამღერი ცნობილი სიმღერები: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა.

ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ეკას პირადი ცხოვრება. მისი პირველი მეუღლე გოგი საყვარელიძე იყო. მათი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, გოგი ორი წელი ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა - ლევანი და გოგი.

"18 წლის ასაკში ვიპოვე პირველი სიყვარული. მეგობრების წრეში გადაიკვეთა ჩვენი გზები. სახლში ვთქვი, ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი და გავთხოვდი. ალბათ მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის. არავის გაუხარდება ასეთ ახალგაზრდა ასაკში შვილის გათხოვება. თუმცა, ხდება, რომ შვილი არ გიჯერებს და ვერ ერევი მას. მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე, გოგი საყვარელიძე, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, უკვე დაღვინებული გახლდათ. ძალიან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. 26 წლის დავქვრივდი და ორი შვილი დამრჩა. ჩემი ბიჭები ნანის გაზრდილია, მათზე დიდი ამაგი აქვს" - იხსენებდა ეკა მამალაძე.

  • "ამ ბოლო დროს, ავად რომ იყო, ვუყურებდი მის ხელებს, ფეხებს..." - ნატალია ქუთათელაძე გარდაცვლილი მამის შესახებ 

eka-mamaladze

31 წლის ასაკში ეკას კვლავ ეწვია სიყვარული და მომღერალი ბიოლოგ მერაბ ქუთათელაძეს გაჰყვა ცოლად. მერაბი და ეკა პირველად ერთმანეთს მეგობარმა გააცნო, შემდეგ მათი გზები მოსკოვშიც გადაიკვეთა და რამდენიმე წელში საზოგადოებამ ეკა მამალაძის მეორე ქორწილის შესახებაც შეიტყო.

მალე მომღერალს ოცნების გოგო ეყოლა, 1991 წელს ნატალია ქუთათელაძე დაიბადა. როდესაც ნატალია 12 წლის იყო, ეკა და მერაბი დაშორდნენ. მომღერალს დაშორების მიზეზი არ გაუმხელია. როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ ასე მოხდა და გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ეცხოვრათ. ნატალიაზე მშობლების დაშორებას არ უმოქმედია.

 "ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ოჯახის დანგრევა იყო. ეს სტრესი საკუთარმა თავმა გადამატანინა. ასეთ დროს სხვა ვერაფერი გიშველის" - ამბობდა ეკა.