„მშობლებს ხშირად გვგონია, რომ ეს უბრალოდ ბავშვური ჩვევაა“ – გვანცა დარასელია შვილების შესახებ საუბრობს - Marao

„მშობლებს ხშირად გვგონია, რომ ეს უბრალოდ ბავშვური ჩვევაა“ – გვანცა დარასელია შვილების შესახებ საუბრობს

2026-11-18 15:17:47+04:00

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია გადაცემა „KIDOC თამარ ობგაიძესთან ერთად“ სტუმარი იყო, სადაც გულახდილად ისაუბრა თავისი შვილების – ერეკლესა და ლილეს მხედველობის მდგომარეობაზე, დიაგნოზის აღმოჩენის ისტორიასა და კონტაქტური ლინზების გამოყენების გამოცდილებაზე

"ერეკლე ლინზებს ხმარობს უკვე სამ წელზე მეტია. სხვათა შორის, ჩემთვის სიურპრიზი იყო. მეგონა, რომ ბავშვებისთვის ლინზები არ შეიძლებოდა. რატომ მეგონა ასე, არ ვიცი...ძალიან წვალობდა, იმიტომ რომ, წარმოიდგინეთ, ბავშვს მინუს ორი რომ აქვს თვალში, მაშინ მინუს ორი ჰქონდა, ახლა უკვე მინუს სამი აქვს, რამდენად უჭირს მას, მაგალითად, ღამით თამაში, საღამოს საათებში 

რაც უკვე მოედანზეც ლინზით შეძლო გასვლა სხვანაირად დაიწყო თამაში მას შემდეგ. ძალიან დიდი განსხვავება იყო.. ეს მისთვის სტრესიც იყო, სათვალით მოედანზე გასვლა ძალიან სარისკო იყო, არ შეიძლებოდა, მოკლედ, ეს ლინზა ძალიან კარგი გამოსავალია.

მიოპია აქვს ორივე ჩემს შვილს. ლილეს ნაკლები, ერეკლეს დაახლოებით მინუს სამი. კარგი ის არის, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში ძალიან მცირე ზრდა ჰქონდა. სულ ვაკონტროლებთ, ექვს თვეში ერთხელ დავდივართ ოფთალმოლოგთან.

სხვათა შორის, ერეკლეს მასწავლებელმა შეამჩნია ეს სკოლაში. რამდენად კარგი მასწავლებელი იყო და როგორ ადარდებდა ყველაფერი. ძალიან მადლობელი ვარ...მანამდე რამდენჯერმე მქონდა შემჩნეული, რომ სახლში ტელევიზორთან რაღაცას რომ უყურებდა, ახლოს მიდიოდა. რაღაცნაირად მშობლებს ხშირად გვგონია, რომ ეს უბრალოდ ბავშვური ჩვევაა - ეკრანთან ახლოს ყოფნა და რატომღაც ყურადღებას არ ვაქცევთ... მერე დამრიგებელმა დამირეკა და მითხრა: „მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შორს ვერ ხედავსო.

მივიყვანეთ ექიმთან და ბავშვს მინუს ერთ-ნახევარი ჰქონდა," - ამბობს გვანცა.

gvantsa-daraselia

  • "მეგონა, ჩემი მეუღლე უნდა ხვდებოდეს, რა მაწუხებს...“ - გვანცა დარასელია ოჯახურ ურთიერთობებზე 

გვანცა დარასელია

გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა. 

"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

  • "ისე მოხდა, რომ ოჯახური პირობების გამო უბინაოდ დავრჩით, 90-იანების სიტუაცია ჩვენს ოჯახსაც შეეხო" - რას იხსენებენ გვანცა დარასელიას ოჯახის წევრები ტელეწამყვანის ბავშვობაზე 

ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.

ახლა გვანცას საკუთარი რადიო "ქალების რადიო" აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად. 

  • „გეგმები არასდროს გადადო - ეს ჩვევა ყველაფერს ცვლის“ - გვანცა დარასელიას გზავნილი 19 წლის საკუთარ თავს 

"ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია. 

გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.