„იმ კომენტარებმა და ბულინგმა, რაც ჩემი შვილის მიმართ იყო, დამმართა კიბო“ - ხათუნა ჟორდანია მძიმე პერიოდზე - Marao

„იმ კომენტარებმა და ბულინგმა, რაც ჩემი შვილის მიმართ იყო, დამმართა კიბო“ - ხათუნა ჟორდანია მძიმე პერიოდზე

2026-11-19 13:32:11+04:00

ხათუნა ჟორდანია ტელეკომპანია „აჭარის მაუწყებლობას“ სტუმრობდა, სადაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ უარყოფით კომენტარებზე, საზოგადოების მხრიდან წამოსულ აგრესიასა და საკუთარი ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპზე გულახდილად ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მძიმე დაავადებასთან ბრძოლის პარალელურად, ხშირად გამხდარა უსამართლო და სასტიკი თავდასხმის ობიექტი, განსაკუთრებით მტკივნეული კი მისი ქალიშვილის, ნინი ქარსელაძის მიმართ განხორციელებული ბულინგი აღმოჩნდა.

"გაბრაზებულზე მაქვს ხოლმე სურვილი, რომ ვრცელი სტატუსი მივუძღვნა და თუ მათ არ რცხვენიათ, მათი ქმრები, ძმები და შვილები შევარცხვინო იმით, რასაც ეს დედაკაცები აკეთებენ. სადღაც ჩემი ფოტო დაიდო და... „რით არ ჩაძაღლდა ეს ქალი?!“ - ამ დროს მე გავდივარ ჩემი ცხოვრების, ალბათ, დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაზე მძიმე ეტაპს - ქიმიოთერაპიებს.

განსაკუთრებით იმ პერიოდში მქონდა მოზღვავებული ენერგია იმისა, რომ ჩემსავით ონკოპაციენტებისთვის იმედი მიმეცა. სინამდვილეში ყველა ონკოპაციენტმა იცის, რომ არც გვეცეკვება და არც ეს ვიდეოები მეხალისებოდა გადასაღებად, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ როდესაც ონკოპაციენტი ხდები, თითქოს ყველა სხვა ონკოპაციენტი შენი მეგობარი და ნათესავი ხდება. ისე გულშემატკივრობ, ისე გულით გინდა, რომ თუ შენ გაგიუმჯობესდა მდგომარეობა, იქიდანაც გაიგო: „კი, მეც უკეთესად ვარ და აბა, გავამხნეოთ ერთმანეთი!“

სასტიკ დღეში მაგდებენ, ჭკუიდან გადავყავარ. ისე მტკივა და გული მეწვის... არა იმიტომ, რომ დედა ვარ და ამ შემთხვევაში სუბიექტური ვარ - კომენტარი არის უსამართლო მის მიმართ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი, როგორც იცით, პოლიტიკურია და ამის გამო ადამიანებს შეუძლიათ, პირდაპირი მნიშვნელობით, ყელი გამოგჭრან.

იმ კომენტარებმა და იმ ბულინგმა, რაც ჩემი შვილის მიმართ იყო, დამმართა კიბო-მეთქი. ისე ვნერვიულობდი... არა, ენა ვერ გაიმეორებს იმას, რასაც ჩემს შვილს უშვრებოდნენ. ნინი ისეთი ადამიანია, რომ ამის უფლებას არ მაძლევდა, თორემ რომ დავწვებოდი, თვალს აღარ გავახელდი, სანამ ეს ყველაფერი არ გადაივლიდა.

ერთია, როცა შეურაცხყოფას შენ გაყენებენ, მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც შენს შვილსა და ოჯახს მისწვდებიან. ისევ ვამბობ, ვერ გაიმეორებ, ისეთ რამეებს კადრულობენ და წერენ" - ამბობს ხათუნა.

xatuna-jordania

  • "მე, ნინი და თიკა სცენამ დაგვაკავშირა, ისე მოხდა, რომ ჩვენი აზრები გაიყო" - რა გახდა ბავშვობის მეგობრობის დასრულების მიზეზი 

ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ოჯახი 

ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნეს. კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა დაებადა, რომ ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილ ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა. "ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი" - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია.

  • „ჩემს თავს ვერ ვპატიობ, რომ მამის სიცოცხლისთვის საკმარისად არ ვიბრძოლე“ - რას ჰყვება ნინი ქარსელაძე 

ზურას თქმით, ანასტასიას სახელი გამზრდელი ბებოს პატივსაცემად დაარქვა. ოჯახში ყველაზე პატარა წევრს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზურა მას ყველა სურვილს უსრულებს. როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს იშვიათად სტუმრობს. ცხოვრების ამ ეტაპზე კი ლონდონში ცხოვრობს, სადაც სასწავლებლად გაემგზავრა.