„დაუსრულებელ კოშმარში ვცხოვრობთ! ტრაგედიას ტრაგედია ცვლის!“ — რუსკა მაყაშვილი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება - Marao

„დაუსრულებელ კოშმარში ვცხოვრობთ! ტრაგედიას ტრაგედია ცვლის!“ — რუსკა მაყაშვილი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

2026-11-20 10:46:56+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მსახიობი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში ბოლო დროს დატრიალებული უბედური შემთხვევების გამო მწუხარებას გამოთქვამს

"დაუსრულებელ კოშმარში ვცხოვრობთ! ტრაგედიას ტრაგედია ცვლის! საწყალო ჩემო საქართველო," - წერს მსახიობი.

fonichala

  • "დღეს გულზე საოცარი სიმძიმე მაწევს" - ნიცა თავაძე ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება 

რა მოხდა ფონიჭალაში

2026 წლის 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია დასრულდა. 

  • რა მოხდა ფონიჭალაში - ტრაგიკული შემთხვევის დეტალები: “ 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო და მისი მეუღლე” 

აფეთქება დილის საათებში, ქვემო ფონიჭალის ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია.  წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება. გარდაცვლილებს შორის არიან დედა-შვილი, ნინო ჭელიძე და ნუცა ფხალაძე. ასევე დედა-შვილი, ვერონიკა (ვერიკო) ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი, არიანა. გარდაცვლილია 28 წლის ბიჭი, ჯაბა საყევარაშვილი, ასევე ლალი შიშმანაშვილი.