ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს პირადი ცხოვრებისა და კარიერული ყოველდღიურობის საინტერესო მომენტებს, თუმცა განსაკუთრებულ სიყვარულს ყოველთვის ის კადრები იმსახურებს, რომლებშიც მისი ოჯახის წევრები ჩანან. ამჯერად მატილდამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც დედა, დალი ჯაფარიძეა აღბეჭდილი ნიუ-იორკში, მდინარე ჰადსონზე მცურავი ბორანიდან.
მატილდა გვარლიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და საყრდენი სწორედ დედაა, რომელიც მის წარმატებებსა და საერთაშორისო მოდის სამყაროში გადადგმულ ნაბიჯებს ყოველთვის გულშემატკივრობს. დატვირთული გრაფიკის პარალელურად, დედა-შვილის ერთობლივი დრო და ამერიკული უქმეები სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს.

ვინ არის მატილდა გვარლიანის დედა?
მშვენიერი ქართველი მოდელი ოჯახურ კადრებს საკუთარ გვერდზე დროდადრო აზიარებს. საზოგადოება უკვე კარგად იცნობს მის უფროს ძმას, დავით გვარლიანს, რომელიც ძალიან ჰგავს პოპულარულ დას. დავითი სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის, არ აქვეყნებს არც საკუთარ ფოტოებს, თუმცა ცნობილია, რომ და-ძმას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. მატილდა ამბობდა, რომ გარდა გარეგნული მსგავსებისა, ისინი ხასიათითაც ჰგვანან ერთმანეთს.
მატილდას ასევე ჰყავს უმცროსი და, სესილი გვარლიანი, რომელიც ასევე ძალიან ჰგავს უფროს დას. სესილი ჯერ სკოლის მოსწავლეა, თუმცა სამოდელო სფეროში მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სესილი ფერადი და მხიარული გოგოა, უყვარს ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა და მის ფოტოებს ხშირად ნახავთ მშობლების სოციალურ ქსელებში.
მატილდა გვარლიანის მამა გოგა გვარლიანია, რომელიც შვილის ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ის ხშირად სტუმრობს მატილდას საზღვარგარეთაც და მათ ერთობლივ ფოტოებზე შეუძლებელია არ შენიშნოთ საოცარი მსგავსება მამა-შვილს შორის.
მატილდა გვარლიანის დედა დალი ჯაფარიძეა - მატილდას ცხოვრების მთავარი ქალი. მოდელს არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ სწორედ დედის ქუსლიან ფეხსაცმელს იცვამდა, როცა პატარა იყო და ასე წარმოდგენა საკუთარ თავს დიდ სცენაზე. დედის ფეხსაცმლით დაწყებული ოცნება კი სწორედ დედასთან ერთად იქცა რეალობად - დალი ჯაფარიძე ქალიშვილის გვერდითაა ყოველთვის - ცხოვრებისა თუ კარიერის მნიშვნელოვან მომენტებში.
