ახალი ვარსკვლავური ოჯახი და საიდუმლო ქორწილის დეტალები: რა დეტალები ხდება ცნობილი ვარსკვლავური ქორწილიდან - Marao

ახალი ვარსკვლავური ოჯახი და საიდუმლო ქორწილის დეტალები: რა დეტალები ხდება ცნობილი ვარსკვლავური ქორწილიდან

2026-11-22 13:17:18+04:00

მაილი საირუსი და მაქს მორანდო დაქორწინდნენ!

33 წლის პოპვარსკვლავმა და ჯგუფ Liily-ს 28 წლის დრამერმა შაბათს, 21 ნოემბერს, კალიფორნიის ქალაქ პალმ-სპრინგსში გამართულ ცერემონიაზე ერთმანეთს „თანხმობა“ უთხრეს - ამ ინფორმაციას გამოცემა PEOPLE-ს არაერთი წყარო უდასტურებს.

ახალი ამბავი პირველად Entertainment Tonight-მა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ქორწილს მაილის დედა, ტიშ საირუსი და და, ნოა საირუსი ესწრებოდნენ.

miley

ქორწილის ფოტოებიდან ჩანს, რომ ცერემონია საცურაო აუზთან გაიმართა - მაილი და მორანდო თეთრი ყვავილებით მორთული თაღის ქვეშ იდგნენ.

პარასკევს, 20 ნოემბერს, პატარძალმა და სიძემ ახლობლებისთვის წინასაქორწინო ვახშამი გამართეს. მაილის ნახევარდამ, ლილი-როუზ პერსელმა, ვახშმის ფოტოები Instagram Stories-ზე გააზიარა, სადაც ღონისძიების მენიუც ჩანს - მის თავზე წყვილის ინიციალების აღმნიშვნელი წარწერა „M+M“ იყო დატანილი.

  • "ყოველდღიურად მეუბნებოდნენ, რომ თავი მომეკლა" - უხერხული კითხვა სელენა გომესის ბრენდზე და პასუხი, რომელმაც სოციალური ქსელები აალაპარაკა — ჰეილი ბიბერის ხმაურიანი ინტერვიუ ნიუ-იორკში

მუსიკოსების ქორწილი მათი ნიშნობიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შედგა.

წყარომ წყვილის ნიშნობა PEOPLE-ს 2025 წლის 2 დეკემბერს დაუდასტურა - ერთი დღის შემდეგ, რაც მაილი ლოს-ანჯელესში ფილმის „ავატარი: ცეცხლი და ფერფლი“ (Avatar: Fire and Ash) მსოფლიო პრემიერაზე ბრილიანტის ბეჭდით შენიშნეს.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ნიშნობის ზუსტ თარიღს ასაიდუმლოებს, მორანდომ ივლისში ჟურნალ Wonderland-ს გაუმხილა, რომ მაილის ხელი გასულ წელს იაპონიაში, კიოტოში მოგზაურობისას სთხოვა - ადგილას, სადაც მანამდე არცერთი მათგანი არ ყოფილა, თუმცა „ორივეს დიდი ხნის განმავლობაში ძალიან უნდოდა წასვლა“.

მორანდო და მაილი იაპონიაში 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში ნახეს. Deux Moi-ს ცნობით, ყურადღებიანმა გულშემატკივრებმა სიმღერის „Flowers“ შემსრულებელს ნიშნობის ბეჭედი პირველად 2025 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში შეამჩნიეს, ხოლო მოგვიანებით, იმავე თვეში - მის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე, რომლებიც 33-ე დაბადების დღის აღნიშვნისას იყო გადაღებული.

miley

მორანდომ Wonderland-ს უთხრა, რომ ხელის თხოვნის გეგმის „საიდუმლოდ“ შენახვა გაუჭირდა, რადგან მოგზაურობამდე წყვილს დაქორწინებაზე უკვე ჰქონდა ნასაუბრები. მაილის ეჭვები ჰქონდა და „ამის დამალვას არც ცდილობდა“, ამიტომ მორანდოს „ძალიან ფრთხილად და შეუმჩნევლად მოქმედება მოუხდა“, რათა სიურპრიზის ეფექტი შეენარჩუნებინა.

miley

„ჯერ რამდენიმე დღით ტოკიოში წავედით, შემდეგ კი კიოტოში გადავედით. ვფიქრობ, გრძნობდა, რომ ეს მალე მოხდებოდა, ამიტომ ბოლო დღის უკანასკნელ წუთამდე ვიცდიდი, რათა კვალი მაქსიმალურად ამერია მისთვის“, - განმარტა მან.

  • რიანა ქალიშვილთან ერთად Dior-ის ახალ კამპანიაში გამოჩნდა – მომღერალმა სრულიად შიშველმა პოზირებით საზოგადოება გააოცა

როდესაც წყვილი სასტუმროს ტერიტორიაზე სეირნობდა, მორანდომ შესაფერისი მომენტით ისარგებლა და მას ხელი სთხოვა.