„დავამსხვრიეთ სტერეოტიპი, თითქოს კონკურსში მონაწილე გოგონა „ცარიელია“ - გვანცა დარასელია „მის საქართველოს“ პერიოდს იხსენებს - Marao

„დავამსხვრიეთ სტერეოტიპი, თითქოს კონკურსში მონაწილე გოგონა „ცარიელია“ - გვანცა დარასელია „მის საქართველოს“ პერიოდს იხსენებს

2026-11-24 10:46:00+04:00

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია სილამაზის კონკურს „მის საქართველოში“ მონაწილეობის პერიოდს ნოსტალგიით იხსენებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად გასული ორი ათწლეულისა, მაყურებელს ის დღემდე სწორედ ამ კონკურსიდან ახსოვს.

"ძალიან ხშირად მეუბნებიან: „მე შენ „მის საქართველოდან“ მახსოვხარ“. მიუხედავად იმისა, რომ ოცი წელი გავიდა და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ამ პერიოდს მაინც საუკეთესოდ ვიხსენებ.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ხალხმა სწორედ აქ შემამჩნია პირველად და შემიყვარა. ამ პერიოდიდან საუკეთესო მოგონებები წამოვიღე, განვვითარდი პიროვნულად და, ერთგვარად, სტერეოტიპების მსხვრევაშიც მივიღე მონაწილეობა - თამამად ვიტყვი, რომ დავამსხვრიეთ ის სტერეოტიპი, თითქოს პოდიუმზე მოსიარულე ან კონკურსში მონაწილე გოგონა „ცარიელია“. სხვათა შორის, მაშინ ამ კონკურსის ფარგლებში შეამჩნიეს ჩემი ტელეგენურობაც და ინტელექტიც (შესაბამისი ტიტულებიც მომენიჭა), რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა შემდგომი პროფესიული კარიერის მანძილზე.

„მის საქართველოს“ პერიოდი ხალისითა და ყოველდღიური ბედნიერებით იყო სავსე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი წნეხიც ახლდა. იქ შევიძინე მეგობრები, რომლებიც დღემდე მყავს და ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც ამ კონკურსმა მომცა. გარდა ამისა, გავემგზავრე „მის სამყაროზე“, გავიცანი უამრავი ადამიანი, გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას და ერთი თვის განმავლობაში დამოუკიდებლად ვიცხოვრე სრულიად უცხო ქვეყანაში. ამ გამოცდილებას არაფერზე გავცვლიდი.

ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან ნოსტალგიურია. მომდევნო წლებში, როცა კონკურსის მონაწილეებს ვუყურებდი, მათ ემოციებს მთელი სხეულით ვგრძნობდი. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო და ვურჩიო, რომ კონკურსის თითოეული წამი და შესაძლებლობა სათავისოდ გამოიყენონ, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება ის მათთვის," - ამბობს გვანცა

gvantsa-daraselia

  • "მეგონა, ჩემი მეუღლე უნდა ხვდებოდეს, რა მაწუხებს...“ - გვანცა დარასელია ოჯახურ ურთიერთობებზე 

გვანცა დარასელია

გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა. 

"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.

  • „მშობლებს ხშირად გვგონია, რომ ეს უბრალოდ ბავშვური ჩვევაა“ – გვანცა დარასელია შვილების შესახებ საუბრობს 

ახლა გვანცას საკუთარი რადიო "ქალების რადიო" აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად. 

"ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია. 

გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.