"და დღეს პატარა ქეთო გაქრისტიანდა" - ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მესამე შილის ნათლობს კადრებს გვიზიარებენ - Marao

"და დღეს პატარა ქეთო გაქრისტიანდა" - ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მესამე შილის ნათლობს კადრებს გვიზიარებენ

2026-11-24 11:16:16+04:00

"ქორწინების 4 წელი და ახლა უკვე ხუთნი ვართ. ეს საუკეთესო თავგადასავალი და უდიდესი ბედნიერებაა, უსასრულოდ მიყვარხართ!" - წერდა ლიზა ჩიჩუაა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ. ამჯერად კი ის გამოწმერებს კადრებს მესამე შვილის, ქეთო მაქაცარიას ნათლობიდან უზიარებს. 

irakli-makatsaria

irakli-makatsaria

irakli-makatsaria

ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ოჯახი 

ირაკლი მაქაცარია ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ცნობილი ტელეშოუების აქტიური მონაწილე გახდა. მოგვიანებით ის მაყურებელმა ჟიურის ამპლუაშიც იხილა, ახლა კი სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად თოქ-შოუს უძღვება.

ირაკლი წლების მანძილზე უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა, ამ ქვეყანასთან კავშირს კი დღემდე ინარჩუნებს. ირაკლი რამდენიმე ბიზნესის მფლობელია და ამ მიმართულებით მუდმივად ვითარდება. 

  • დედობა, როგორც საუკეთესო თავგადასავალი - ახალგაზრდა ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც 3 და მეტ შვილს ზრდიან

ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა. 

ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა. 

ლიზა მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლიზამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ახერხებს, დედობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსოს, ამაში კი მშობლები და დამხმარე უწყობენ ხელს. 

  • "მთავარია გყავდეს ადამიანი, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ, მაშინ ყველაფერს შეძლებ" - ლიზა ჩიჩუა მესამე შვილის, ოჯახისა და მრავალშვილიანი დედობის შესახებ

ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი სახე იყო.

  • ვინ არის სანდრო ჩიჩუას შეყვარებული, რომელიც ცნობილი ინფლუენსერია: პოპულარული წყვილის სიყვარულის ამბავი

წყვილს პირველი შვილი, გიორგი მაქაცარია 2023 წელს შეეძინა. მეორე შვილის, ნინას მშობლები კი 2025 წლის იანვარში გახდნენ. ახლა კი მათ ოჯახს კიდევ ერთი გოგონა, ქეთო შეემატა.