"ერთადერთი, რაც შემიძლია, ამ კაცს ხელი ჩავკიდო და მჯეროდეს..." - მარინა კარპი დიდი სიახლეების შესახებ - Marao

"ერთადერთი, რაც შემიძლია, ამ კაცს ხელი ჩავკიდო და მჯეროდეს..." - მარინა კარპი დიდი სიახლეების შესახებ

2026-11-24 13:38:03+04:00

გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი

მუსიკოს გიგი დედალამაზიშვილისა და ფოტოგრაფ მარინა კარპის წყვილს ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს და უყვარს. 

  • "14 წელი ერთად და კიდევ ბევრი წინ გველის“ - ოჯახური ტრადიცია, რომელიც წლებს უძლებს

გიგი ქართველმა მსმენელმა ჯგუფ „მგზავრებთან“ ერთად გამოჩენისთანავე შეიყვარა. ჯგუფის მიერ შექმნილი მუსიკა და ენერგეტიკა წლებია ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მსმენელის გულს იპყრობს, თუმცა გიგის ცხოვრებაში მუსიკასთან ერთად უმნიშვნელოვანესი ადგილი მის ოჯახს უკავია.

dedalamazishvili

გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპია. მარინა უკვე 14 წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ემოციურ თუ ფიზიკურ კავშირს სამშობლოსთან არ კარგავს და უკრაინასაც ხშირად სტუმრობს. 

  • ქართულ-უკრაინული სიყვარულის ისტორია - მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი ოჯახზე, შვილებსა და განვლილ გზაზე

გიგი დედალამაზიშვილსა და მარინა კარპის ორი შვილი ჰყავთ და ბედნიერი ოჯახი აქვთ. 

  • "სიყვარულისთვის, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა" - მარინა კარპის ემოციური წერილი

marina

„გულწრფელად რომ ვთქვა, ცხოვრება ახლა იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენებითა და ეტაპებითაა სავსე, რომ ერთადერთი, რაც შემიძლია, ამ კაცს ხელი ჩავკიდო და მჯეროდეს - არა უბრალოდ იმედი მქონდეს, არამედ მართლა მჯეროდეს, რომ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. საბოლოოდ დავიწყებთ იმის გაზიარებას, რაზეც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვმუშაობდით“, - წერს მარინა კარპი და გულშემატკივრებს მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ატყობინებს.