გავლენიანი ესპანური გამოცემა HOLA! Magazine ქართველი მოცეკვავის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს: რას წერენ ლინა სიჭინავასა და ილია თოფურიას სიყვარულზე - Marao

გავლენიანი ესპანური გამოცემა HOLA! Magazine ქართველი მოცეკვავის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს: რას წერენ ლინა სიჭინავასა და ილია თოფურიას სიყვარულზე

2026-11-25 10:04:57+04:00

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ესპანური გამოცემა, HOLA!, ცნობილი ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას პირადი ცხოვრების შესახებ წერს და მკითხველს ქართველ გოგონას აცნობს, რომელთანაც სპორტსმენს ბოლო პერიოდში რომანტიკულ ურთიერთობას მიაწერენ.

გამოცემის სტატია სათაურით - „ვინ არის ქართველი მოცეკვავე, რომელსაც ილია თოფურიას განქორწინების შემდეგ უკავშირებენ“ - 19 წლის ქართველ მოდელსა და საქართველოს ეროვნული ბალეტის, „სუხიშვილების“ მოცეკვავეს, ლინა სიჭინავაზეა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, წყვილის შესაძლო რომანის შესახებ ხმები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ილია ახალგაზრდა ქალს ლოყაზე კოცნის. HOLA-ს ცნობით, ეს კადრი თავდაპირველად Instagram-ზე,  დახურულ სთორიში გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი ფართო საზოგადოებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია მათმა აქტიურობამ სოციალურ ქსელშიც.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ურთიერთობა ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია, ჟურნალისტი ხავი ოიოტოსი, ორივესთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ილია თოფურია და ლინა სიჭინავა უკვე ერთი თვეა წყვილი არიან.

ilia-topuria

  • ნინო სუხიშვილი ლინა სიჭინავასა და ილია თოფურიას შესახებ: "ყველა იმ ბოროტი, შურიანი და ბოღმა ადამიანის ჯინაზე, ულევ სიყვარულს გისურვებ!“

რა ვიცით ლინა სიჭინავას შესახებ?

ლინა სიჭინავა "სუხიშვილების" ახალი თაობის მოცეკვავე და მოდელია. ის 19 წლისაა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მენეჯმენტს სწავლობს, თავისუფალ დროს კი ფოტომოდელობას უთმობს. როგორც ინფლუენსერი, იგი აქტიურად თანამშრომლობს წამყვან ბრენდებთან. თუმცა, მისი ყოველდღიურობის განსაკუთრებული ნაწილი „სუხიშვილების“ აკადემიას უკავშირდება, სადაც 5-დან 15 წლამდე ბავშვებს ცეკვას ასწავლის და მათში ხელოვნებისადმი სიყვარულს აღვივებს.

ლინა სოციალურ ქსელში აქტიურია და მშვენიერი გარეგნობის ნიჭიერი გოგონა საზოგადოების ყურადღების ცენტრში აქამდეც არაერთხელ მოქცეულა, თუმცა ახლა განხილვის საგნად მისი პირადი ცხოვრება იქცა - ბოლო დროს მედიაში აქტიურად ვრცელდება ილია თოფურიასა და ლინა სიჭინავას ერთობლივი ფოტო - წერენ, რომ მათ სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ, თუმცა არც ერთ მათგანს აქამდე კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია. 

  • „ჩვენი მშვენიერი პატარძალი“ - ლინა სიჭინავას ულამაზესი საქორწილო ლუქი და მოდელის ამპლუა 

lina-sichinava