„ჩვენი მშვენიერი პატარძალი“ - ლინა სიჭინავას ულამაზესი საქორწილო ლუქი და მოდელის ამპლუა - Marao

„ჩვენი მშვენიერი პატარძალი“ - ლინა სიჭინავას ულამაზესი საქორწილო ლუქი და მოდელის ამპლუა

2026-11-24 12:02:50+04:00

19 წლის ლინა სიჭინავა „სუხიშვილების“ იმ ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელიც ქართულ ქორეოგრაფიას თანამედროვე ციფრული სივრცის დინამიკასთან აერთიანებს - მისი ვიდეოები სოციალურ ქსელებში ხშირად ხდება განხილვისა და აღფრთოვანების საგანი, რადგან ლინას სავიზიტო ბარათად იქცა გამორჩეული გარეგნობა, ბუნებრივი მომხიბვლელობა და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა. სცენაზე იგრძნობა ის სიმტკიცე და სისხარტე, რაც ანსამბლის ტრადიციას ახლავს, ეკრანს მიღმა კი მისი ყოველდღიურობა ახალგაზრდული სილაღითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევა.

  • "სუხიშვილები", პოპულარული ვიდეო და რომანი ილია თოფურიასთან? - ვინ არის 19 წლის მოცეკვავე, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

lina 

ლინა სიჭინავას მრავალმხრივი რიტმი და ციფრული სამყარო

ახლა, როცა სოციალური ქსელი მოიცვა მისი და ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ერთობლივმა ფოტომ, ლინა სიჭინავა კიდევ უფრო პოპულარული გახდა - დიდ ინტერესს იწვევს მისი ცხოვრების სტილი და დეტალებიც.

  • ნინო სუხიშვილი ლინა სიჭინავასა და ილია თოფურიას შესახებ: "ყველა იმ ბოროტი, შურიანი და ბოღმა ადამიანის ჯინაზე, ულევ სიყვარულს გისურვებ!“

sichinava

მენეჯმენტი, ფოტომოდელობა, ციფრული კონტენტი და ქართული ცეკვა - ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც ლინა 19 წლის ასაკში თავისუფლად და ჰარმონიულად უთავსებს ერთმანეთს. ინტენსიურ სარეპეტიციო და საგასტროლო გრაფიკთან ერთად ის ახერხებს დრო დაუთმოს პროფესიულ განვითარებას, კამერის წინ მუშაობასა და იდეების გენერირებას, თანაც ისე, რომ მისი თითოეული საქმიანობა ბუნებრივად ავსებს დანარჩენს. 

  • გოგო ცნობილი ვიდეოდან: "სუხიშვილების" ახალი თაობის ვარსკლავი: "ჩემი მთავარი მიზანია, ვიცეკვო ანსამბლის შემადგენლობაში"

lina

მისი ყოველდღიურობის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილი მოდელის ამპლუაა - ცოტა ხნის წინ ლინამ სწორედ გადაღებისთვის პატარძლის ულამაზესი ლუქი მოირგო, რამაც დიდი მოწონება და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა: „ჩვენი მშვენიერი პატარძალი“, წერს Glossy Nail • გლოსი ნეილ, რომელსაც ეკუთვნის ეს ულამაზესი კადრები. 

lina-sitchinava

lina-sitchinava

lina-sitchinava